სხვა ანა აზერლი:"წამიყვანე ცოლად პრეზიდენტო"ანუ ქალი რომელმაც პუტინს ცოლობა სთხოვა 2014, 16 ივნისი, 10:04 რამდენიმე წლის წინ რუსულ შოუ-ბიზნესში გამოჩნდა მომღერალი და მოდელი, უზარმაზარ მკერდიანი ანა აზერლი.
დაიბადა ახალ ზელანდიაში, სწავლობდა ლა-სკალაში საოპერო სიმღერას, გამოდიოდა ყველა მსხვილ საოპერო სცენაზე, როგორებიცაა მაგალითად მერტოპოლიტენი, ლა-სკალა და კარნეგი ჰოლი. შემდეგ კი ჰოლივუდში სტუდია უნივერსალთან გააფორმა კონტრაქტი. რუსეთში აზერლიმ კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება შარშან მოსკოვის კინოფესტივალზე, პირველ რიგში ალბათ უზარმაზარი მკერდის გამო..თუმცა მალევე მიივიწყეს... ამჟამად კი მომღერალმა ისევ მიიქცია ყურადღება საკმაოდ რადიკალური მეთოდის გამო.ქალმა ვლადიმერ პუტინს შესთავაზა ცოლობა თანაც ეს ყველაფერი სიმღერაში გადაიტანა. ანა აღფრთოვანებით ყვება პუტინთან პირველ შეხვედრას:"ეს იყო 2009 წელს საოპერო მეჯლისზე დრეზდენში, მაშინ მან მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ჩემი სიმღერა..სამწუხაროს ეს შეხვედრა ხანმოკლე გამოდგა და დამთავრდა მხოლოდ ხელის ჩამორთმევით". მოკლედ ანა შეყვარებულია პუტინზე და მასზე სიმღერაც შექმნა:"წამიყვანე ცოლად პრეზიდენტო". ..თუმცა მისი მოსმენის შემდეგ საეჭვოა პუტინს მისი ხმა მოწონებოდა..უფრო რეალურია, რომ იგი უფრო სხვა რამემ მოხიბლა.... 584 5-ს მოსწონს
|