1 – დედიკო, ძალიან გიყვარვარ?
– რა თქმა უნდა, შვილო, რატომ მეკითხები?
– მაშინ მამიკოს გაშორდი და იმ ბიძიას გაჰყევი, ქუჩის კუთხეში ნაყინს რომ ყიდის.
2.სახლში მისულ გურულს ძაღლი შეხვდა გაავებული ყეფით.
- რა უთხარი, ქალო, ამისთანა, გოუმხილე ხომ, ქუჩიდან აყვანილი რო მყავს!
3.ჭიჭიკია, სად მიგყავს ეგ ძაღლი?
– მესაათესთან!
– ძაღლს რა უნდა მესაათესთან?
– რა ვიცი, სულ უკან მრჩება.