კულტურა 5 ფილმი, რომელიც აუცილებლად აგატირებთ 2014, 13 ივნისი, 0:58 ყველა ფილმი განსხვავებულ ემოციას გვგვრის. ერთ-ერთმა რუსულენოვანმა საიტმა შეაგროვა 5 ფილმი, რომლებიც აუცილებლად აგატირებთ. მაშ ასე, სანამ ყურებას გადაწყვეტთ ჯერ ცხვირსახოცები მოიმზადეთ.
ჰაჩიკო-Hachi: A Dog’s Tale
ფილმი დადგმულია ცნობილი რეალური ისტორის მიხედვით, რომელიც იაპონიაში 20–იან წლებში მოხდა. ძაღლი ყოველ დღე ხვდებოდა და აცილებდა თავის პატრონს სადგურზე. მერე კი პატრონი მოულოდნელად მოკვდა, მაგრამ ძაღლი ცხრა წლის განმავლობაში, ყოველ დღე ხუთ საათზე მოდიოდა სადგურზე პატრონის დასახვედრად და ელოდებოდა ბოლო მატარებლამდე. შემდეგ კი იაპონელებმა ძეგლი დაუდგეს მას იმ ადგილას, სადაც ის მუდამ ელოდა თავის პატრონს. მწვანე მილი–The Green Mile საშინელ დანაშაულში ეჭვმიტანილი, ჯონ კოფი აღმოჩნდება ციხე "ცივი მთის" სიკვდილოსანების ბლოკში. მოგვიანებით გაირკვევა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და თან მაგიური ძალა აქვს. ფილადელფია-Philadelphia ფილმის ორი მთავარი გმირი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც თეთრი და შავი - განსხვავებული კანის ფერი, საზოგადოებრივი მდგომარეობა, სექსუალური ორიენტაცია, სასიკვდილო დაავადება. მაგრამ ორივე მათგანი კანონს ემსახურება და მზადაა ებრძოლოს ნებისმიერ უსამართლობას. უბის წიგნაკი-The Notebook ყოფილი მეზღვაური მოხუცებულთა თავშესაფარში პაციენტს ინახულებს, რომელიც ალცგეიმერის დაავადებითაა დაავადებული. ამ მონახულებების დროს ის კითხულობს მისი ჩანაწერების დღიურს, რომელშიც მოთხრობილია ერთი ძველი ისტორია, რომელიც 1964 წელს მოხდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ამ ისტორიის გმირები – გოგონა და ორი ახალგაზრდა ბიჭია, რომლებიც ცდილობენ მისი გულის მოგებას. მონანიება-Atonement ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურე რობის ვაჟს მისი უფროსი და - სესილი უყვარს და ისიც იგივე გრძნობით პასუხობს. 541 4-ს მოსწონს 4-ს არა
|