მოგზაურობა "ირგვლივ მხოლოდ წყალია"- 5 ცნობილი სასტუმრო-კუნძული 2014, 12 ივნისი, 23:48 კუნძულოვანი სასტუმროები-ეს სავსებით განსხვავებული რომანტიკით და სიმშვიდით აღსავსე დასასვენებელი ადგილებია. ყოველდღიური დაძაბულობის, ხმაურისა და პრობლემებისაგან შორს -აქ მხოლოდ თქვენ ხართ და კიდევ უამრავი თევზი, სხვა არანაირი სულიერი არსება. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილ 5 კუნძულოვან სასტუმროს. Conrad Maldives Rangali Resort, მალდივი მალდივში მდებარე ეს სასტუმრო სასტუმრო-კუნძულის კლასიკური მაგალითია. მის სტუმრებს ვერაფერი ვერ შეაწუხებს, რადგან ეგრეთ წოდებულ "ოჯახურ ვილებში" 12 წლამდე ასაკის ბავშვების შეყვანაც კი აკრძალულია, რათა სტუმრები დაზღვეული იყვნენ ყოველგვარი ხმაურისაგან. Song Saa, სიანუქვილი სიანუქვილი განსაკუთრებული და გასაოცარი ადგილია კამბოჯაში.აქ ვერავის გააკვირვებ ძვირფასი სასტუმროებით, მაგრამ წყალში შექმნა ნამდვილი კომფორტი, ამას უკვე დიდი მცდელობა სჭირდება. გარდა განსაკუთრებული დიზაინისა, აქ თქვენ გელოდებათ იოგა და ტაილანდური გარემო, როგორიც იყო 20 წლის წინათ. The Racha, ტაილანდი ტაილანდში ძნელად თუ მოიძებნება წყნარი და მშვიდი კუთხე, მაგრამ The Racha ნამდვილად მშვენიერი გამონაკლისია. სასტუმრო გვთავაზობს ტაილანდურ სტუმართმოყვარეობას, შეფუთულს ევროპული კომფორტით.ის ერთ-ერთი უძვირესი სასტუმროა მსოფლიოში. Little Palm Island Resort & Spa, პალმის კუნძულები ამ სასტუმროში wi-fi-ც კი არ არის, რათა მისი მობინადრეები ყველანაირად მოწყვეტილი იყვნენ გარესამყაროს და განთავისუფლდნენ ყოველდღიური საზრუნავისაგან. Burj Al Arab, დუბაი Burj Al Arab-ის სასტუმროს მთლად კუნძულოვანიც არ ეწოდება. ის რა თქმა უნდა, ზღვაშია, მაგრამ ეს არაა ტიპიური ბუნგალო. მისი 430 მდიდრულად მოწყობილი ოთახი გაკეთებულია შემდეგი პრინციპით: ჭამე ოქროზე, დაიძინე ოქროზე. იმედია სასიამოვნო მოგზაურობა შემოგთავაზეთ ამ ორიგინალური სასტუმრო-კუნძულების თანხლებით. გისურვებთ მშვიდ და სასიამოვნო დასვენებას ამ ზაფხულზე. 133 14-ს მოსწონს
|