სხვა ბრიტანეთში გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კატა 2014, 12 ივნისი, 8:39 დიდ ბრიტანეთში 24 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კატა. კატა სახელად პოპი 1990 წლის თებერვალში დაიბადა.ამა წლის მაისის თვეში ცხოველი გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად იქნა შეყვანილი, როგორც ყველაზე ასაკოვანი კატა მსოფლიოში. პოპიმ მთელი თავის ცხოვრება ქალაქ ბორმუნტში გაატარა, რომელიც სამხრეთ ინგლისში მდებარეობს, პატრონის, -ჯეკი ვესტის სახლში. "ვიცოდით, რომ ის უკვე ძალიან ბებერი იყო და მალე მოკვდებოდა, მაგრამ მაინც ძლიერ დაგვენანა"-აღნიშნა ჯეკიმ. 45 6-ს მოსწონს
|