სხვა კაცმა თქვა და შეასრულა 2014, 11 ივნისი, 18:46 დამეთანხმებით იმაში, რომ დედამიწის ზურგზე არ იარსებებს ადამიანი, ვისაც განსაზღვრული მიზნები და სურვილები არ ამოძრავებს, განსახორციელებლად კი მხოლოდ სურვილი როდი კმარა, საჭიროა მტკიცე გადაწყვეტილება. თუმცა ხდება ასეც, როდესაც რაღაცის კეთება სულაც არაა საკუთარი სურვილისამებრ გამიჯნული და მაინც აკეთებ, რადგან სიტყვა სიტყვაა და ბევრისთვის კი მისი არ შესრულება და გადათქმა წარმოუდგენელია. შესავლის შემდეგ კი მინდა გამცნოთ ერთი მეტად სახალისო ამბავი, სადაც "კაცმა თქვა და შეასრულა", ანუ როგორც "ჩვენში" იტყვიან ხოლმე სიტყვის კაცის ერთი სახალისო ისტორია.
კომპანია Virgin-ის დამფუძნებელმა Richard Branson-მა წააგო "სანაძლეო" ავიაკომპანია AirAsia-ს დირექტორთან Tony Fernandez-თან, მოლაპარაკების თანახმად კი რიჩარდი უნდა გამხდარიყო თვითმფრინავის გამცილებელი მანდილოსანი- "სტუარდესა". სანაძლეოს არგუმენტი კი შემდეგში მდგომარეობდა: ჩემპიონატი "ფორმულა1"-ში რომელი გუნდი მიიღებდა მაღალ ქულებს Virgin Racing-ი თუ Lotus Racing-ი. როგორც უკვე გამცნეთ სანაძლეო Virgin Racing-მა ანუ რიჩარდმა წააგო. სწორედ ამ მიზეზის გამო რიჩარდმა ჩაიცვა წითელი სამოსი, მოიცილა ფეხიდან ზედმეტი თმა, გაიკეთა მაკიაჟი, ვარცხნილობა, მოირგო ქალის ფეხსაცმელიც და მოუხდა თვითმფრინავში მგზავრებისთვის სასმელისა და სასუსნავის შეთავაზება სტუარდესას როლში, ფერნანდესი კი ამ ყოველივეს ვიდეოსა და ფოტოებს უღებდა და გულიანად ხალისობდა, შემდეგ კი სპეციალური სერთიფიკატიც გადასცა რიჩარდს სახალისო განწყობისათვის. გთავაზობთ ფოტოკრებულს: Richard Branson-ი და Tony Fernandez-ი. 117 17-ს მოსწონს
|