x
image
ნატალიანნა
არის თუ არა მარსზე სიცოცხლე?
მოდელების ინტელექტი უკვე დიდი ხანია ქილიკის საგანია, თუმცა როგორც აღმოჩნდა არც სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელობა გამოირჩევა დიდად განათლებით.

ცოტა ხნის წინ სამოდელო სააგენტო კატრინის ხელმძღვანელობით მისს, მისის და პატარა მის პლანეტ საქართველო ჩატარდა. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები–მარიამ სოლოღაშვილი, ეკა ქუთათელაძე და მარიტა როხვაძე, რომლებიც საქართველოს მსოფლიო სილამაზის კონკურსზე, ბულგარეთში, წარადგენენ.

სამოდელო სააგენტო კატრინის ოფიციალურ გვერდზე კი სააგენტოს ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია რომ გოგონები საქართველოს ოცი კონტინენტის წინაშე წარადგენენ, როგორც ჩანს კონკურსის სახელწოდებიდან, "მისს&მისის პლანეტი"-იდან, გამომდინარე კონკურსანტებს მზის სისტემის სხვა პლანეტებიდანაც ელიან, თორემ როგორც ჩემთვისაა ცნობილი დედამიწაზე მხოლოდ შვიდი კონტინენტია(დასავლური ტენდენციით). ასე რომ, სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელობამ მეცნიერების თავსატეხს, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე, პასუხი გასცა, თურმე არა მხოლოდ არის, სულ მალე სილამაზის კონკურსზეც გვეწვევიან დედამიწაზე. image
გარდა ამისა, კონკურსის ორგანიზატორები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მსოფლიოში პირველად ეძლევა გათხოვილ და განათხოვარ ქალბატონებს სილამაზის კონკურსზე მონაწილეობის შანსი, არადა ქართველებს სილამაზის კონკურსების ისტორიაში ყველაზე მეტად ორი რამ გვეამაყება: პირველი–ირინა ონაშვილის წარმატება და "მისს მსოფლიოს" ოცეულში მოხვედრა და მეორე–"მისის მსოფლიოზე" თიკა ფაცაციას "ვიცე მისის მსოფლიო"დ დასახელება.

image
წარმატებები ვუსურვოთ გამარჯვებულ გოგონებს.


პ.ს. ორთოგრაფიულ და სხვა გრამატიკულ შეცდომებზე ყურადღებას არ ვამახვილებ.

1
103
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატალიანნა
ნატალიანნა
103
  
2014, 9 ივნისი, 16:49
:D :D :D :D :D ჰაჰაჰ 20 კონტინენტი :D
0 1 1