შოუბიზნესი ნიგერიელი ლამაზმანი, რომელიც საქართველოში მოდელობს 2016, 18 მარტი, 12:59 საქართველოში მოდის სფერო ნელ-ნელა რომ ვითარდება სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. სამოდელო სააგენტოებიც ცდილობენ თავისი წვლილი შეიტანონ ამაში და სხვადასხვა საინტერესო სახეებით მოამარაგონ ეს სფერო. თუ იმას გავითვალისწინოთ რომ იდეალურ პარამეტრებს უკვე აღარ ექცევა ყურადღება იმისთვის რომ სამოდელო სამყაროში თავი დაიმკვიდრო, მივხვდებით რამდენად რთულია წარმატების მიღწევა. თუმცა ტაიო ტეს ეს ფაქტორი ნამდვილად არ აშინებს და ნიგერიელი ლამაზმანი საქართველოში აქტიურად ჩაერთო მოდის ორომტრიალში. გოგონა სამოდელო სააგენტო FAME AGENСY-ისთან რამდენიმე თვეა თანამშრომლობს და უკვე უამრავ სარეკლამო გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. გთავაზობთ მის ფოტოებს. 755 4-ს მოსწონს
|