სასტუმრო ამბასადორში აკრედიტაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის მიმდინარეობისას განიხილა აკრედიტაციის სისტემის როლი საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აგრეთვე აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
კონფერენციის მიზანი: სახელმწიფო და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების, მეწარმეთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების ამაღლება საქართველოს აკრედიტაციის სისტემის შესახებ. ამასთან, მასში განხორციელებულ სიახლეებზე, აკრედიტაციის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე, რეგულირებულ და არარეგულირებულ სფეროებში მის ინსტრუმენტად გამოყენებაზე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონფერენცია ორგანიზებულია PR სააგენტო "NobletMedia CIS"-ისა და საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ.