სხვა აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი შარვალი 2014, 5 ივნისი, 12:42 წინაისტორიული ხანის შარვალი იპოვეს გერმანელმა არქეოლოგებმა ურლიკ ბეკმა და მაიკ ვაგნერმა (Ulrike Beck and Mayke Wagner) დასავლეთ ჩინეთში, ტარიმის ხეობაში. შარვალი ზედ ეცვა მიცვალებულს, რომელიც არქეოლოგების აზრით მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მეცნიერებმა სამარხის ასაკიც დაადგინეს:3300 წელი და რა თქმა უნდა შარვლის ასაკიც შესაბამისად მაგდენია. ჯერჯერობით მსოფლიოში მასზე უძველესი შარვალი არაა აღმოჩენილი. შარვალი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, შეკერილია სამი სხვადასხვა ნაჭრისგან, გაფორმებულია ორნამენტებით, უბეში ნაჭრის დამატებითი ფენაა გადაკერილი.შარვალი ძალიან მოგვაგონებს თანამედროვე მხედრების ფასონს. არქეოლოგებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ შარვალი განკუთვნილი იყო პირველ რიგში მხედრისთვის. 3300 წლის წინანდელი შარვალი (German Archaeological Institut -ის ფოტო.) საერთო დიდი ხანია მეცნიერები თვლიან, რომ შარვალი გამოიგონეს მომთაბარე მხედრებმა, რომლებიც ცხენებით გადაადგილდებოდნენ. თანამედროვე ჟოკეის შარვალი:3000 წლის მანძილზე თითქმის არაფერი შეცვლილა. "ავსტრიელი მონადირე", რომელიც ალპებში იქნა აღმოჩენილი და 5500 წლის წინათ გაიყინა შარვლის გარეშე იყო, მას შემოხვეული ჰქონდა ბეწვეული ფეხებზე..ასე რომ შარვლად არ ჩაითვლება. სურათზე:1991 წელს აღმოჩენილი უძველესი მამაკაცი ალპებში.(რეკონსტრუქცია), სამხრეთ ტიროლის მუზეუმი) შარვალი არც ძველ ეგვიპტეში იცოდნენ..ტუტანჰამონის უძველეს სამარხებში მხოლოდ ტრუსებია აღმოჩენილი. ასე რომ ჩინეთში აღმოჩენილი შარვალი თამამად შეძლება ჩაითვალოს უძველესად მსოფლიოში. 297 9-ს მოსწონს
|