სხვა ქეით მიდლტონმა ორსულობა სკანდალური ქმედებით უარყო 2014, 3 ივნისი, 12:42 ქეით მიდლტონმა ორსულობის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო, მაგრამ ამითვის რაიმე სპეციალური განცხადება არ გაუკეთებია, უბრალოდ ადგა შოტლანდიაში წავიდა და იქაური ვისკით გამოთვრა. პრინცისა და პრინცესას ეს ვიზიტი ცოტა გამაოგნებელი გამოვიდა. მათ რამდენიმე სხვა ვიზიტის შემდეგ უძველესი ვისკის ქარხანა მოინახულეს. წყვილი სადეგუსტაციოდ მიიწვიეს, რამდენიმე ჭიქის ყნოსვისა და დაგემოვნების შემდეგ პრინცესას სახეზე ღიმილი შეეყინა. კეტრინი მეუღლის ყველა ხუმრობაზე ჩაბჟირებამდე იცინოდა და ყველა მიხვდა, რომ ეს არა პრინცის იუმორის გრძნობის, არამედ უძველესი ვისკის დამსახურება იყო. მიდლტონის საქციელმა ყვითელ პრესაში გავრცელებული ხმები, თითქოს სამეფო ოჯახი ბავშვის ან ბავშვების მოლოდინში იყო, მთლიანად უარყო. 345 6-ს მოსწონს
|