უშედეგოდ გრძელდება მდინარე ენგურში ავტოავარიის დროს გადავარდნილთა ძებნა.
უბედური შემთხვევა ზუგდიდი- ჭუბერის გზაზე მოხდა.
სუბარუს მარკის მსუბუქ ავტომანქანაში მოსკოვიდან სტუმრად ჩამოსული დედა შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ავტომობილს ოჯახის ახლობელი მართავდა.
ოჯახის წევრები დაკარგულთა მოსაძებნად სპეცტექნიკის გამოყენებას ითხოვენ.
წვიმიანი ამინდის გამო მდინარე ადიდებულია ამიტომ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე ფერხდება.