ფოტოგრაფია მსუქანი მოდელები საზაფხულო კალენდრის ფურცლებზე 2014, 1 ივნისი, 11:59 წელს ლეგენდარული სპორტული Sports Illustrated ჟურნალი თავის სპეცგამოშვების-"Swimsuit Issue"-ს 50 წლიან იუბილეს აღნიშნავს. ითვლება, რომ სწორედ საცურაო კოსტუმების სპეცნომრებმა მოუტანა პოპულარობა ჟურნალს. წელს ჟურნალის საიუბილეო გარეკანზე გამოსახულია სამი მოდელი ერთდროულად:კრისი ტაიგერი, ნინა ადგალი და ლილი ელდრიჯი...ვისი უკანალი უფრო ეფექტურია? ხოლო "plus-size"-ის კატეგორიის მოდელებმა წარმოადგინეს საზაფხულო კალენდარი იმისთვის, რომ დაამტკიცონ:ფუმფულა ქალიც ლამაზია და შეიძლება სექსუალურად გამოიყურებოდეს. კალენდრის მთავარი ვარსკვლავი გახდა სუპერმოდელი რობინ ლოული, ქალის დიდი ზომის ტანსაცმლების მაღაზიის Ralph Lauren-ის სახე(სურათზე ლურჯ საცურაო კოსტუმში). "Sports Illustrated"-ის წლევანდელი ფოტოსესია გაიმართა ტროპიკულ კარიბის კუნძულებზე-ტიორკზე და კაიკოსზე, სწორედ აქ უყვართ ხოლმე დასვენება მილიონერებს და ვარსკვლავებს. გოგოების თქმით ისინი თვითდაჯერებულობას მატებენ იმ ქალებს, ვისი ფორმებიც შორსაა საყოვეთაოდ მიღებული სტანდარტებისგან-"90-60-90". მსუქანი მოდელები დარწმუნებულები არიან, რომ უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურებიან, ვიდრე მათი გამხდარი კოლეგები. 100 3-ს მოსწონს
|