x
მძინარე მზეთუნახავი
22 წლის ალანა ვონგი ბავშვობიდან იტანჯება კლაინ-ლევინის სინდრომით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქცევა შეიძლება ნებისმიერ მომენტში გახდეს არაადეკვატური, რის შემდეგაც ის ღრმად დაიძინებს. მან დაკარგა ცხოვრების 6 წელი ამ საშინელი ნერვოპათოლოგიური აშლილობის გამო, ალანას დღეში 22 საათი სძინავს, თუმცა სანამ ის ღრმად დაიძინებს მისი ქცევა არის ქაოტური და ძნელად ამოსაცნობი. ჩვეულებრივ წყნარი, ზრდილობიანი და კეთილი გოგონა, უეცრად გადაიქცევა-ხოლმე უხეშ ადამიანად და იწყებს ყვირილსა და ჩხუბს. ის ვეღარ აკონტროლებს თავს და საუბრობს პატარა ბავშვის ხმით.

- ის თითქოს ხდება პატარა გოგონა, - ყვება ალანას დედა. - ის ისე იქცევა, როგორც იქცეოდა 5 წლის ასაკში. ის იწყებს ტირილს და ფიქრობს, რომ არავის არ უყვარს და ყველას ეზიზრება. მე ვცდილობ წავუკითხო მას წიგნები, რომ დავაწყნარო, თუმცა ეს ყოველთვის არ გამომდის."

როცა ალანა ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდება ის დაბნეულია და ვერ იხსენებს რას აკეთებდა ან რას ამბობდა. დაავადება შეტევას ისე იწყებს, რომ ალანა ვერაფერს ვერ გრძნობს, შეტევა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე, კვირა ან შეიძლება თვეც კი. მისი ყველაზე გრძელი ძილი 8 თვე გაგრძელდა.

- სკოლაში პრობლემები მას შემდეგ დამეწყო, რაც ამ სინდრომით დავავადდი, - იხსენებს ალანა. - მე დამცინოდნენ ჩემი საქციელების გამო. არავინ არ იცოდა რა დამემართა ან რატომ დავიწყე ასე უცნაურად მოქცევა. არავინ, არც მე არ ვიცოდით რატომ ხდებოდა ეს. მე ძალიან მორიდებული ვარ და სწორედ ამიტომაც უხერხულად ვგრძნობდი თავს.


თავდაპირველად სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ გოგონა ნარკოტიკებს მოიხმარდა ან შიზოფრენიით იყო დაავადებული. ექიმებს 8 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ სწორი დიაგნოზი დაესვათ გოგონასთვის. მისი მდგომარეობა ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდება. ავადმყოფობა უკურნებელია, თუმცა ამ სინდრომით დაავადებულია უმეტესობა 30 წლის ასაკში ინკურნება.

კლეინ-ლევინის სინდრომი იგივე მძინარე მძეთუნახავის სინდრომი - იშვიათი ნერვოპათოლოგიური აშლილობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია არაადეკვატური საქციელი და მოთენთილობა. ამ სინდრომით დაავადებულებს სძინავთ დღეების განმავლობაში და იღვიძებენ მხოლოდ იმისთვის, რომ ჭამონ და გავიდნენ საპირფარეშოში. ისინი ხდებიან აგრესიულები და გაღიზიანებულები თუკი მათ ძილის საშუალებას არ მისცემენ, ასევე არიან ძალიან დაბნეულები და დეზორიენტირებულები. მათ ასევე შეიძალება ჰქონდეთ ამნეზია და ჰალუცინაციები, უმეტესობა ამბობს, რომ ირგვლივ ყველაფერი არეულია და არ ზის თავის ფოკუსში, ასევე მგრძნობიარეები არიან შუქისა და ხმაურის მიმართ.




0
53
შეფასება არ არის
ავტორი:merion black
merion black
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0