x
ბავშვი მგელი
ნეტ სასუფანი - ყველაზე თმიანი გოგონაა მთელ მსოფლიოში. 11 წლის გოგონა ბანკოკიდან ოფიციალურად აღიარეს ყველაზე თმიანად მსოფლიოში და გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიყვანეს.

გოგონას ადრე ყველა დასცინოდა და ცრემლებამდე მიყავდათ ის, მას ეძახდნენ სხვადასხვა მეტსახელს, მათ შორის "გოგონა მგელი", "მაიმუნის სახიანი" და ა.შ. ახლა პატარა გოგონა, რომელსაც მთელს სახეზე თმები აქვს ბედნიერად გრძნობს თავს, რადგანაც ის ძალიან პოპულარული გახდა თავის სკოლაში.

-იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელის დამცინოდა და მაიმუნის სახიანს მეძახდა, მაგრამ ისინი ამას აღარ აკეთებენ.

ნეტ სასუფანი ერთ-ერთია იმ 50 ადამიანისაგან, ვინც იტანჯება ამბრასის სინდრომით. ეს დაავადება გენეტიკური მუტაციის შედეგია და გაურკვეველია ვინ არის ამის მიზეზი – დედა თუ მამა.


გოგონას რამდენჯერმე მოაშორეს თმები სახიდან ლაზერის მეშვეობით, თუმცა ისინი მალევე გაიზარდა.

- მე მივეჩვიე ასეთად ყოფნას, ვერც ვგრძნობ ამ თმას იმიტომ, რომ სულ ასეთი ვიყავი. ხანდახან, როცა თმები ძალიან იზრდება მე თითქმის ვერ ვხედავ ვერაფერს. იმედი მაქვს, როდესმე გავთავისუფლდები მათგან - ამბობს ნეტი.






0
23
შეფასება არ არის
ავტორი:merion black
merion black
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0