x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
გოგონა 8 ფეხით

ინდოელი გოგონა ლაკშმი ტატამა დაიბადა 8 კიდურით: 4 ხელითა და 4 ფეხით. მას ქონდა უმძიმესი პათოლოგია, მის სხეულზე შეიზარდა მისი უთავო სიამის ტყუპი.
სოფელში ლაკშმის ღმერთქალის განსახიერებად თვლიდნენ, თუმცა მას ეს მსგავსება ძალიან ძვირი უჯდებოდა: მას არ შეეძლო არც ჯდომა, არც დგომა და არც სიარული. ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ თუ დროულად არ გაუკეთებდნენ გოგონას ოპერაციას ის ბავშვობაშივე გარდაიცვლებოდა. ლაკშმი ღარიბი ოჯახიდანაა და ისინი ვერ გაწვდებოდნენ ძვირადღირებულ ოპერაციას. თუმცა ისინი არ გასწირა ღმერთმა და გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ექიმი, ქირურგ-ორთოპედი შარან პატილი, რომელმაც საკუთარ კლინიკაში ჩაუტარა ოპერაცია ამ უჩვეულო პაციენტს.
ოპერაცია, რომელიც 3 წლის წინ ჩატარდა, 27 საათს გრძელდებოდა. ლაკშმი და ტყუპისცალი განაცალკევეს და დღესდღეობით ის ცხოვრობს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. დღეს 5 წლის ლაკშმი სკოლაში დადის.



0
12
შეფასება არ არის
ავტორი:merion black
merion black
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0