x
გოგონა 4 ფეხით

17 წლის ვარკიტუ დაბიბი დაიბადა 2 დამატებითი ხელით და ფეხით. დეფორმაცია თანდაყოლილი ანომალიის "პარაზიტული ტყუპის" ბრალია. ვარკიტუს მკურნალი ქირურგ-ორთოპედი ამბობს, რომ ეს მგომარეობა წააგავს სიამის ტყუპების სიტუაცისა, თუმცა ამ შემთხვევაში მეორე ტყუპი არ განვითარდა ბოლომდე და ამის შედეგია ვარკიტუს ზედმეტი კიდურებიც.

-"მე მეგონა, რომ ზუსტად ისეთივე ვიყავი, როგორც ყველა სხვა გოგონა. თუმცა ნელ-ნელა დავიწყე იმის გააზრება, რომ მე განვსხვავდებოდი სხვებისგან. ბავშვები დასცინოდნენ ჩემს გარეგნობას, მე ვეღარ გავუძელი ამ სიტუაციას და მეშვიდე კლასში სწავლას თავი დავანებე. ამის შემდეგ სახლიდანაც აღარ გავდიოდი" - ყვება ვარკიტუ ოპერაციის შემდეგ.

გოგონას ოჯახს თავიდან ეშინოდა საავადმყოფოში ბავშვის მიყვანა, რადგანაც ეგონათ, რომ ეს წყევლის ბრალი იყო და სცხვენოდათ ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, თუმცა მოგვიანებით ოჯახი დაარწმუნეს იმაში, რომ საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა და დღესდღეობით ვარკიტუ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.



0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:merion black
merion black
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0