x
წერილი საყვარლის მეუღლეს

გამარჯობათ ლევან, მე თქვენი ცოლის საყვარელი ვარ... თქვენი ცოლის, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ მას აკლია. დიახ, გეთანხმებით, მეც ვამბობ, რომ მას აკლია, აკლია სითბო და ალერსი, ყურადღება და სიყვარული... თქვენ, თქვენს ძმაკაცებთან ამბობთ, და არ გრცხვენიათ, რომ მას სცემთ. იცით, მეც ვამბობ ჩემს ძმაკაცებთან, და არ მრცხვენია, რომ მას ვცემ, ძალიან დიდ პატივს ვცემ... თქვენი ცოლი ჭკუიდან იშლება, რადგან თქვენ ყოველთვის მთვრალი ხართ. ჰო, ჩემი სიმთვრალითაც იშლება ჭკუიდან თქვენი ცოლი, როცა მისი სიყვარულით ვთვრები, ნამდვილად ჭკუას კარგავს... ლევან თქვენ კვირაობით არ მიდიხართ თქვენს საკუთარ სახლში; აქაც გეტყვით – სწორედ მაგ დროს მეც არ მივდივარ სახლში სახლში, ჩემს საკუთარ სახლში... თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რას უყურებს ფანჯარასთან მდგარი თქვენი ცოლი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, მაშინ, როცა თქვენ ვერაფერს ხედავთ. მეც წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მიყურებს თქვენი ცოლი, როცა მეც ვერაფერს ვხედავ კორპუსის მოპირდაპირე მხრიდან... ლევან, მას თქვენთვის არასოდეს უთქვამს, რომ შავ ვარდზე ჭკუას კარგავს, არც ის, რომ დილით ბედნიერი იქნება, მწვანე ჩაის თუ მიართმევთ საწოლში, მერე კი შუბლზე კოცნით გააღვიძებთ. იცით, მას არც ჩემთვის უთქვამს ეს ყველაფერი, თუმც ყოველ დილით ვუმზადებ მწვანე ჩაის და მერე შუბლზე ვკოცნი. შავ ვარდს ქოთანში კი თქვენც შეამჩნევდით ალბათ... ყველაფრის მიუხედავად, თქვენ გიხარიათ, რომ თქვენი ცოლი ფეხმძიმედაა; იცით, მეც მიხარია, ყველაფრის მიუხედავად, რომ თქვენი ცოლი ფეხმძიმედაა...მშვიდობით ლევან, მე თქვენი ცოლის საყვარელი ვარ... როცა თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ გონება გექნებათ დაკარგული სიმთვრალით, ყველაფერს დალეწავთ რაც ხელში მოგხვდებათ, წერლილსაც დახევთ და თქვენი ცოლის საძებრად გაიქცებით, თუმც, როგორც წესი, სანამ სახლამდე მიხვალთ, კარგა ხნით ადრე გამოფხიზლდებით და აღარაფერი გემახსოვრებათ... ლევან, თქვენ არც კი იცით, რომ პიჯაკი, რომელიც ახლა თქვენ გაცვიათ, ძალიან ძვირადღირებულია, მე იგი ევროპაში მოგზაურობისას შევიძინე...

რომა ვაწაძე

2
586
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:roma frater
roma frater
586
  
ეს არის ქმრის დაჩმორიკება, საყვარლის პიჯაკებს რო ქმარს ჩააცმევს, იმენა,მიწასთან ასწორებს რა..... მერე დაწერენ გაზეთებში,როგორ მხეცურად მოკლა ქმარმა მეუღლე, საწყალი ქალი, 9 შვილის დედა... ამასწინთ,წავიკითხე და გავგიჟდი სიმონ, იმ უბედურ კაცს,მთელი სოფელი დასცინოდა,და მასხრად ყავდათ აგდებული,ცოლის ღალატის გამო. ღალატზე მეტი ცოდვა,და საშინელება არ არსებობს, მიუღებელია ცოლისგანაც და ქმარისგანაც. საერთოდაა მიუღებელი....
2014, 4 ივნისი, 21:23
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
0 1 2