x
ივანიშვილმა საჩხერეში ჩასულ პატრიარქს მასპინძლობაზე უარი უთხრა P.Sთავად განსაჯეთ...


პატრიარქი საჩხერის ბატალიონში

10:57 09.04.2012

[მაია ქართველიშვილი]

რა მოხდა სამების ტაძრის გახნის შემდეგ?


სამების ტაძრის გახსნაზე კათალიკოს-პატრიაქმა, ტაძრის ერთ- ერთი (და არა ერთადერთი) დამფინანსებელი, ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია, მაგრამ მან ჭორვილადან ჩამოსვლა არ ინება და საზეიმო ცერემონიას სასახლეში გამაგრებული, ტელეკრანიდან ადევნებდა თვალს.


პატრიარქი, ცხადია, განაწყენდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღვთისმშობლის ხატი აკურთხა და სინოდის ოთხი წვერი, მათ შორის მეუფე დანიელიც, საჩხერეში, ივანიშვილის მშობლიურ სოფელში გააგზავნა.
მეუფეებმა ხატი წააბრძანეს და ოლიგარქს ჭორვილაში ეახლნენ. დაცვის უფროსმა ივანიშვილს მოახსენა მეუფეების სტუმრობის შესახებ, მაგრამ ბიძინამ ერთი საათის გადაუდებელი საქმეები მოიმიზეზა და მეუფეები ალოდინა.


ერთი საათის შემდეგ, ჯერ კიდევ „მეოცნებემ“ და არაპოლიტიკოსმა, გამონახა დრო და საგანგებოდ ჩასული მეუფეები საკუთარ სახლში მიიწვია. სინოდის ოთხივე წევრმა, ჯერ დალოცა, ხოლო შემდეგ პატრიარქის დანაბარები მადლობა გადასცა ნაკურთხ ხატთან ერთად.



თუმცა, ბიძინა ივანიშვილს უსიტყვოდ, ზედმეტი ემოციების გარეშე მოუსმენია ერის სულიერი მამის, ილია მეორის დანაბარები, შემდეგ კი დაცვის უფროსისთვის უთქვამს: „ეს ხატი გამოართვი და სადმე მიაყუდე!“ გაოგნებულ მეუფეებს დამშვიდობებია, ტრაპეზზეც კი არ მიუწვევია, ისე გამოუსტუმრებია შინიდან.


გზაში წამოსულ სინოდის წევრებს შორის, ყველაზე მეტად აღშფოთებული მეუფე დანიელი დარჩენილა, რომელსაც ვერ დაუმალვს ვერც შეურაცხყოფა და ვერც წყენა. დიდხანს ჯავრობდა, თურმე, მეუფე და რამდენჯერმე დანანებითაც უთქვამს: რომ არა უწმინდესის კურთხევა, ხატი იქ არ უნდა დამეტოვებინაო... - ეს უკვე იმ ოთხი სასულიერო პირიდან ერთ-ერთის მონაყოლია.


რა მოხდა 2010 წლის 16-19 სექტემბერს, საჩხერეში?


ახლო წარსულში მომხდარი ამ ფაქტის გახსენებასთან ერთად იმ ფოტომასალაც გთავაზობთ, რაც ფაქტსაც დაადასტურებს და ზედმეტ კითხვებსაც არ დატოვებს:


ერის სულიერ მამას, საქართველოს პატრიარქს, მორიგი სამედიცინო კურსის ჩატარების შემდეგ, ექიმებმა ურჩიეს, ჰაერი გამოეცვალა და ჯანმრთელობის აღსადგენად რომელიმე რეგიონში დაესვენა.


მეუფე დანიელმა იმერეთის რეგიონი, კერძოდ კი, საჩხერეში დასვენება ურჩია და პატრიარქიც დათანხმდა. გადაწყდა რომ რამდენიმე დღით, ერის სულიერი მამა იმერეთში დარჩებოდა.


თუმცა, შესათანხმებელი რჩებოდა კათალიკოს-პატრიარქის დაბინავების საკითხი. ამიტომ პირველი, ვინც იმ დროს მეუფე დანიელს გაახსენდა, ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც მაშინ, ჯერ კიდევ „ქველმოქმედის“ სახელით იყო ცნობილი რაიონში და პოლიტიკაში მოსვლის ამბიციებიც არ ეტყობოდა. დედაქალაქში სამების გახსნაზე არჩასულს, პატრიარქი სამადლობელს პირადად ეტყოდა...


მეუფე დანიელმა გეზი ჭორვილასკენ აიღო. ივანიშვილებთან პირველად მისულმა, საუბარი ილია მეორის საჩხერეში ჩასვლასა და მათ სახლში დაბინავებაზე ჩამოაგდო. წყაროს ინფორმაციით, ოჯახის ერთ წევრს ზუსტად ეს ფრაზა უთქვამს მოლაპარაკებაზე მისული მეუფისთვის: „არ გაუხარდება ეგ ამბავი ბიძინას და დავამთავროთ ლაპარაკი!“


უცერემონიოდ გამოსტუმრებულ საჩხერის მეუფეს, რომელსაც წყენა ვერ დაუმალავს, საპატიო სტუმრის მისაღებად საჩხერის სამთო ბატალიონში სპეციალური რეზიდენცია მოუწყვია და პატრიარქის ვიზიტიც დაგეგმილა.


2010 წლის 16 სექტემბერს, ილია მეორე რაიონს ესტუმრა. გზაზე ერის სულიერ მამას ხალხი ხვდებოდა, ეფერებოდა და მისთვის ლოცულობდა. ბიძინა ივანიშვილის სახლიდან 100 მეტრში, პატრიარქს, მილიარდერის დედაც შეხვედრია, თუმცა ვერ გაუბედავს ახლოს მიკარება და სხვებივით თქმა: „დაგვლოცე, პატრიარქო!“


ზღვა ხალხში მომავალ ილია მეორეს ყველა თავს უხრიდა და მერე თვალებში შესციცინებდა, ვინც თვალს ვერ უსწორებდა იმ ოჯახის დისახლისი იყო, რომელმაც მეუფე დანიელს უარი უთხრა პატრიარქის დაბინავებაზე.


წყაროს ინფორმაციით, საჩხერის მეუფეს ივანიშვილებისგან მიღებულ უარზე არაფერი ჰქონდა ნათქვამი პატრიარქისთვის. თუმცა თავად ყველაფერი იცოდა. მათ შორის, ის დღეც კარგად ახსოვს, პატრიარქის ვიზიტამდე ივანიშვილებთან ჩასულმა, პატრიარქის დანაბარები რომ ჩაიტანა და მასზეც სასტიკი უარი მიიღო.


ილია მეორეს უთხოვია მეუფე დანიელისთვის: თუ ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში იმყოფება და დროს გამოძებნის, ეგებ შევხვდე და პირადად გადავცე მადლობა იმ დიდი წვლილისთვის, რაც მან სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის გასწიაო.


ამ დავალებით ჩასულ მეუფეს, ორი საათი მოუწია ლოდინი, ვიდრე ივანიშვილი მიიღებდა. ბოლოს მოთმინება რომ ამოეწურა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსს მორიდებით უთხრა: თუ ბატონი ბიძინა ვერ იცლის, მაშინ ერთი უმორჩილესი თხოვნა მექნება, პატრიარქის დანაბარები მაინც გადაეცით.
ორი დღის შემდეგ უწმინდესი საჩხერეში ჩამოდის დასასვენებლად, ეგებ შეხვდეს, რომ სამების ტაძრის მშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა პირადად გადაუხადოსო.


დაცვის უფროსს მორჩილად მოუსმენია მეუფის დანაბარები. შევალ და მოვახსენებო. შესულა კიდეც და უკან, ხუთიოდე წუთში გამობრუნებულა: ბატონმა ბიძინამ შემოგითვალათ, ხვალ საფრანგეთში მიემგზავრება და საქართველოში, მხოლოდ ორი თვის მერე დაბრუნდებაო...


ტყუილად ნუ დაიღლის „ქართული ოცნება“ იმის მტკიცებით თავს, რომ ეს ამბავი ხელისუფლებამ ან მათზე მომუშავე ჟურნალისტმა მოიგონეს. რომ უამრავი ეკლესიის, მათ შორის სამების ტაძრის დამფინანსებელს, ჩირქს სცხებენ და მის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან.


ამ ამბების მომსწრე ყველა პირი ცოცხალი და საღსალამათია. მეუფე დანიელი, ფაქტია, ამ ყველაფერს საჯაროდ არ მოჰყვება, მაგრამ დაცვის უფროსმა, თავად მილიარდერმა და მისმა ოჯახმა ხომ იციან, რომ ყველაფერი იმ სიზუსტითაა გადმოცემული, რასაც ვერ უარყოფენ და რაც, მეტისმეტად სათუთია, თუ საჩოთირო არა, იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც უნდა, ქვეყნის პირველი პირი გახდეს.


ისე კი, კიდევ ერთი დაზუსტებული ინფორმაცია: მშობლიური რეგიონის მასშტაბით ბიძინა ივანიშვილს არც ერთი ეკლესიის რეაბილიტაციაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ შორის ყველაზე გრანდიოზულ პროექტზე - გელათის საკათედრო ტაძრის აღდგენაზეც სთხოვეს დახმარება, მაგრამ არც ამაზე შეუწუხებია თავი.

2
831
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:roma frater
roma frater
831
  
2014, 26 აგვისტო, 14:00
მდაა... საინტერესოა.
2013, 9 სექტემბერი, 1:23
ნაგავი კაცია ბიზინა
0 1 2