კინო უბედურმა შემთხვევამ "შავი მარგალიტის წყევლა"-საც მიაყენა ზიანი 2014, 28 მაისი, 22:37 ის ძალიან ბევრ ეპიზოდში ჯონი დეპის თანმხლები და "პარტნიორი" იყო "კარიბის ზღვის მეკობრეებ"-ში, ყველგან თან ახლდა, სადაც კი ჯონი ბეღურა ჯეკის როლს თამაშობდა. ის 66 წლისაა და მთავარ როლს ასრულებდა "კარიბის ზღვის მეკობრეებში" საუბარია გემზე, რომელიც შაბათს გრენადინის და სენტ-ვინსენტის სანაპიროებთან უბედური შემთხვევის გამო ჩაიძირა. ეს ლეგენდარული ჯადოსნური გემი თავის გზაზე მიცურავდა სენტ-ვენსენტიდან სახელოსნოში შესაკეთებლად, მაგრამ პრობლემები შეექმნა და გზაში ჩაიძირა. გემზე მყოფთაგან არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა მეზღვაური და კაპიტანი იმყოფებოდნენ. მათ ჩაძირვამდე მოასწრეს სანაპირო დაცვის გამოძახება და ყველას გადარჩენა დროულად მოხერხდა. ეს ლეგენდარული გემი 1977 წელსაც გამოიყენეს ოქროს გლობუსის დაჯილდოვებისას, ბოლო დროს კი გამოიყენებოდა როგორც ბარ-რესტორანი როდნი-ბეიდან სენტ-ლუსიამდე. გემი 1948 წელს აშენდა ფინეთში და მოიხმარებოდა ტვირთის გადასატანად. 1970-იან წლებში კარიბის ზღვის გარშემო დაცურავდა როგორც ტურისტული ტრანსპორტი. შეგახსენებთ, რომ "შავი მარგალიტის წყევლა" 2003 წელს გადაიღეს. ის მძაფრსიუჟეტიან სათავგადასავლო ჟანრს მიეკუთვნება. ფილმის შემოსავალმა 653 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ფილმის მეხუთე ნაწილის გამოსვლა 2016 წელს იგეგმება, სადაც ჯონი დეპი კვლავ ბეღურა ჯეკის როლს შეასრულებს. ზოგიერთი მსახიობი კი დაბლოკილი აღმოჩნდა და შეიცვლება. ალბათ თქმაც აღარ უნდა, რომ ჯონს უცვლელი თანამგზავრი, 66 წლის გემი ვეღარ გაუწევს პარტნიორობას. 167 3-ს მოსწონს
|