კინო ციფრული ოპერაციები, ანუ როგორ გვატყუებს ჰოლივუდი 2014, 9 თებერვალი, 21:25 ჰოლივუდის მსახიობები ასე საუცხოოდ რომ გამოიყურებიან ყოველთვის მათი ბუნებრივი სილამაზის დამსახურება როდია. როგორც გაირკვა, კინემატოგრაფისტები იყენებენ გაწელვის ხელოვნებას, რომ მსახიობები უფრო თხელები და მაღლები გამოჩდნენ. ისინი თურმე ფოტოშოპის დახმარებით უცვლიან გარეგნობას. "ციფრულ ოპერაციებს" აგრეთვე იყენებენ სახეზე ნაოჭების გასასწორებლად.
პირველად ეს შეამჩნიეს ბრიტნი სპირსის მაგალითზე, რომელიც გადაღებული იყო დოკუმენტურ ფილმში "ლას-ვეგას შოუ". იქ მომღერალი საოცრად მაღალი და მოხდენილი ჩანდა.
The Sunday Times-ის ცნობით, გამოყენებული იქნა ციფრული გაწელვა, რის შედეგადაც ნაცვლად მისი ჩვეული სიმაღლისა, რომელიც 162, 5 სმ-ია, მოგვევლინა 7, 5 სმ-ით მაღალი.
32 წლის ქალი, ორი შვილის დედა ასეთივე კადრით გაცილებით გამხდარი ჩანს.
ფილმების მისტიფიკაციის სპეციალისტმა, რომელიც მუშაობდა აღნიშნულ ფილმზე, გვითხრა, რომ მას ბრიტნი სპირსის სხვა კლიპებზეც (რომელზეც უმუშავია) არის ასეთი ოპერაცია გამოყენებული. Lola Visual Effects, არის პროგრამა, რომელიც მუშაობს ჰიტებზე გვაცნობებს, რომ ციფრული ოპერაციები ხორციელდება ფილმებზეც, თუმცა არ გვიმხელენ რომლებზე. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრალიელმა ბლოგერებმა მსახიობი მარგო რობბი წარმოგვიდგინეს საოცრად გრძელფეხება. სადაც ის გრძელ ფეხს კრავს თავის ქმარს. აქ 23 წლის მსახიობი ტექნიკის საშუალებით არის "აწყობილი". ის ინტერვიუშიც ამბობს, რომ "მშვენიერია, როცა ფილმს უყურებ და წამყვანი გოგონა თხელი და წარმოსადეგია". პროდიუსერი გევინ პოლონე გვიხსნის, რომ ეს ტექნიკა ბოლო წლებში ძალიან გავრცელდა და ფილმებში მონაწილე ქალებს ხშირად მისი დახმარებით წარმოგვიდგენენ. 524 9-ს მოსწონს
|