x
image
ალეკსანრდე 13
ისინი 70 წელი ერთად იყვნენ და ერთ დღეს გარდაიცვალნენ
დიდი ხნის წინ, ჰელენი და კენეტი ერთ გემზე ავიდნენ და მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ.მას შემდეგ, 70 წლის განმავლობაში არ გასულა არცერთი ღამე, რომ მათ ერთად არ სძინებოდათ.მთელი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა დილა, როდესაც მათ ხელიხელ ჩაკიდებულებს არ ესაუზმათ.მათ მშობლებს არაფერი გააგებინეს, ისე გაიპარნენ და ჯვარი დაიწრეს.


image

სიყვარულის ამ ისტორიაში არ ყოფილა არც ინტრიგები და არც რაიმე ისეთი შემთხვევა რაზეც გაზეთებში დაწერდნენ ან მეზობლები იჭორავებდნენ.ჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდათ, მოკრძალებული სახლი, კენეტი მუშა, ხოლო ჰელენი დიასახლისი იყო.მათ 8 შვილი შეეძინათ.1983 წელს კენეტი პენსიაში გავიდა.მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა ემოგზაურათ.მეუღლეებმა ავტობუსით, ამერიკის ყველა შტატი შემოიარეს.


image



უკანასკნელ წლებში კენეტის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა, მას თვითონ ჰელენი უვლიდა.90 წლის ქალბატონი ვერ დაუშვებდა, რომ მეუღლეს მისი სითბო და ყურადრება მოჰკლებოდა.ცოტახანში ჰელენსაც შეერყა ჯანმრთელობა.იგი 2014 წლის 12 აპრილს, გამთენიისას გარდაიცვალა და 15 საათის შემდეგ მას კენეტიც მიჰყვა.მეუღლეები გარდაიცვალნენ სიბერისგა, ოჯახის წევრების გარემოცვაში.


image


image

2
208
6-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
208
  
2014, 15 ივნისი, 0:20
კი ნამდვილად
2014, 15 ივნისი, 0:19
ბედნიერი ხალხი
0 1 2