x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რა განცხადება გააკეთა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ექს - პრეზიდენტ სააკაშვილზე და ეკონომიკის ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძეზე?
image
რუსული საინფორმაციო საშულებებით დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია საქართველოს ექს - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისივე გუნდის წევრი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე პოროშენკოს გუნდის წევრები გახდნენ და მის მრჩევლებად დაინიშნონ.

ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა პარტია " УДАР "

ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც ყველა ეგზითპოლების მიხედვით გამარჯვება მოიპოვა კიევის მერის არჩევნებზე.

კლიჩკოს განცხადებით: - " საქართველოში ბოლო წლების პოლიტიკით განხორციელებული რეფორმები ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია.მე ამის შესახებ ბევრჯერ ვესაუბრე თავად მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მზადაა მთელი თავისი გამოცდილება და რეფორმები უკრაინელი ხალხის კეთილდღეობისთვისაც გამოიყენოს. ის დაუკავშირდა კახა ბენდუქიძეს და ორივენი მზად არიან ახლადარჩეული პრეზიდენტის დასახმარებლად".


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის "ЦИК" უახლესი ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს და ხმების მეტი პროცენტები აქვს ყოფილ ბიზნესმენს და მილიარდელ პეტრე პოროშენკოს.რაც შეეხება უკრაინის ყოფილ პრემიერ მინისტრს - უკვე დათვლილი 60, 15 % ამორჩევლის 13, 08% - მა მისცა ხმა იულია ტიმოშენკოს, ხოლო პოროშენკომ 53, 72% მიიღო.imageimage


0
72
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0