x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა არის "ჭკვიანი" პისტოლეტი და როგორ მუშაობს ის
image


















ჭკვიან პისტოლეტში გაერთიანებულია ერთბაშად რამდენიმე ტექნოლოგია, მათ შორისაა: მანძილის განმსაზღვრელი სენსორი, ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ტექნიკა, მაგნიტი, რადიოსიხშირის იდენტიფიკატორი(RFID) და მიკროჩიპი.ყველაფერი ეს ამაღლებს იარაღის უსაფრთხოებას.


მსგავსი "ჭკვიანი" პისტოლეტების პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ 70-იან წლებში დამზადდა.


დღესდღეობით ჭკვიანი პისტოლეტის მხოლოდ რამდენიმე ნიმუში შეიძლება ნახოთ მაღაზიებში.მსგავსი პისტოლეტების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Colt-ი, Mossberg-ი, TriggerSmatr-ი, აგრეთვე ავსტრალიური კომპანია Metal Storm.


image

















ავიღოთ ნახევრად ავტომატური პისტოლეტი iP1.იგი საათობით "ესაუბრება" მფლობელს, რომელშიც ტექნოლოგია RFID-ია გამოყენებული.


პისტოლეტში ჩამონტაჟებულია "საათი", იარაღი არ გაისვრის უცხოს ხელში, საათი აგრეთვე იძლევა ინფორმაციას დარჩენილი ტყვიების შესახებ.


ავსტრო-ამერიკულმა კომპანია Biomac მუშაობს ტექნოლოგიურ სისტემაზე, რის მეშვეობითაც ოპტიკური სენსორები ამოიცნობს მომხმარებლის ბიომეტრიულ მონაცემებს.


თუ იარაღში ჩადებული მონაცემები პატრონისას არ ემთხვევა, იგი არ გაისვრის სხვა ადამიანის ხელში, კომპანიის მტკიცებით, იარაღს აგრეთვე შეუძლია ამოიცნოს რამოდენიმე ადამიანი.


შეიძლება თუ არა იარაღის მონაცემების გატეხვა?


ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია შემთხვევა, როდესაც გატეხილი იქნა RFID-ის სენსორული მონაცემები 2008 წელს ჰაკერ პაბლოს ჰოლმანის მიერ.


თუმცა რამდენად მისაღებია "ჭკვიანი" პისტოლეტები?


აშშ-ს ნაციონალურ მსროლელთა ასოციაციამ შემდეგი განაცხადი გააკეთა:"არ ეთანხმება იმას, რომ სახელმწიფო გვაიძულებს გამოვიყენოთ ისეთი არასაიმედო და ძვირი ელემენტი, როგორიცაა სახელური, რომელიც განსაზღვრავს თითის ანაბეჭდს სროლის დაწყების წინ".


ასოციაციის აზრით ტერმინი "ჭკვიანი" გამოგონილია, რადგან მსგავსი მოწყობილობები მალე ზიანდება.

ამასთანავე არაა იმის მტკიცებულება და გარანტია, რომ "ჭკვიანი" იარაღი ჩვეულებრივზე უფრო უსაფრთხოა.


0
110
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0