x
image
მანჩო 777
კოღოს ნაკბენმა ოთხი წლის გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა
ალბათ იშვიათად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც კოღოს ნაკბენს მადლიერებითა და სიხარულით გაიხსენებს. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა მწერის კბენის შედეგად დარჩენილი ჭრილობა სხვა, უფრო სერიოზულ და მნიშვნელოვან დაავადებებზე მიგვითითებს.



გასული წლის აგვისტოში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახური წყვილი დაბრუნდა იბიცადან, სადაც მათ თავის ოთხი წლის გოგონასთან ერთად შვებულება გაატარეს.


image


დაბრუნებიდან მეორე დღეს პატრა კონის დედამ, 25 წლის ჰეილი უილიამსმა (Hayley Williams) ბავშვს ფეხზე კოღოს ნაკბენი შეამჩნია. ქალს დიდად არ გაუმახვილებია ყურადღება ამაზე, რადგან იფიქრა, რომ ორ-სამ დღეში ნაკბენის კვალიც კი აღარ დარჩებოდა. მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა.



image


"ჩვენ მშვენიერი დრო გავატარეთ იბიცაზე და არ გვსურდა ეს სიამოვნება პატარა კოღოს ნაკბენს დაეჩრდილა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭეთ, -იხსენებს კონის დედა, - მაგრამ მეორე დღეს ნაკბენი მოცულობაში გაიზარდა და გაშავდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვი ექიმთან წაგვეყვანა".


image


უილიამსს ეგონა, რომ ჰოსპიტალში კონის გამოუწერდნენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს და სანერვიულოც არაფერი იქნებოდა, მაგრამ ნაკბენის სიშავემ მედიკოსები დააფიქრა და მოითხოვეს სისხლის ანალიზის ჩატარება. ანალიზებმა აჩვენა, რომ გოგონას სისხლში ჰემოგლობინის ძალზე დაბალი შემცველობა, ანუ ანემია ჰქონდა და ბავშვი გაგზავნეს შემდგომ გამოკვლევაზე, რაც გულისხმობდა ძვლის ტვინის რთულ ანალიზს. ანალიზის შედეგები თავზარდამცემი აღმოჩნდა: გოგონას სისხლის ავთვისებიანი დაავადება-ლეიკემია აღმოაჩნდა.


image


"როცა ექიმებისგან ჩვენ გავიგონეთ სიტყვები: თქვენს გოგონას კიბო აქვს, -თითქოს ცა ჩამოიქცა ჩვენს თავზე, -ამბობს ჰეილი, -ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ კონის ოდესმე რაიმე სერიოზული დაემართებოდა, ისეთი ჯანმრთელი და ხალისიანი ბავშვი იყო. შემდეგ ექიმებმა აგვიხსნეს: ჭრილობა იმიტომ გაშავდა, რომ ლეიკემიის გამო ბავშვის დასუსტებულმა იმუნურმა სისტემამ ნაკბენზე რეაგირება ვერ მოახდინა."


image


საბედნიეროდ, ექიმებმა ლეიკემია საწყის ეტაპზე აღმოჩინეს, მათ ბავშვს ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, ამჟამად ის რემისიის პერიოდში იმყოფება. ექიმები იმედოვნებენ, რომ 2016 წლისათვის გოგონა სრულიად განიკურნება.


image


"ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ კოღოს ნაკბენმა ჩვენი გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა, -ამობობს ჰეილი, -სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კონის დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაში დაუსვეს დიაგნოზი და დაენიშნა სწორი მკურნალობა. რომ არა ნაკბენის არაბუნებრივი ფერი, ჩვენ ალბათ კიდევ დიდხანს არ მივიყვანდით გოგონას საავადმყოფოში და დაავადებაც უფრო რთული სამკურნალო იქნებოდა. საბედნიეროდ, 2016 წლისათვის ექიმები გვპირდებიან, რომ ეს საშინელი სიტყვა -ლეიკემია, აღარასოდეს შეგვახსენებს თავს".



image

8
2958
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2958
  
2014, 3 ივლისი, 23:54
აბააა?:D
2014, 3 ივლისი, 23:53
:D ეგ როგორ მოგივიდა :D
2014, 3 ივლისი, 23:51
მეც..... ამ სტატიას ამდენი ნახვა თუ ჰქონდა, არ ვიცოდი::DDD
2014, 3 ივლისი, 23:49
გავოგნდი
2014, 24 მაისი, 22:25
საშინელებაა..პატარები ავად არ უნდა ხდებოდნენ:(
2014, 24 მაისი, 21:28
საწყალი პატარა :(
2014, 24 მაისი, 21:16
პატარა და ლამაზო გოგო გამოჯანმრთელებას გისურვებ მთელი გულით
0 1 8