სხვა სუფრის ეტიკეტის თავისებურებანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2014, 23 მაისი, 23:43 სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტში შეიძლება ვიპოვოთ ისეთი წესები, რომელთა უგულებელყოფა, სულ ცოტა, თანამესუფრეების უკმაყოფილო ირიბ გამოხედვას გამოიწვევდა. უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, გთავაზობთ გავერკვეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტის თავისებურებებში.
ტანზანიაში თუ მოხვდებით, გირჩევთ სადილზე 20 წუთით მაინც დააგვიანოთ. თუ თავის დროზე მიხვალთ, ამით მასპინძელს გაანაწყენებთ. იაპონიაში არ ღირს საჭმელი გადასცეთ ერთმანეთს ჩხირებით, ვინაიდან ისინი გამოიყენება კრემაციული დაკრძალვების დროს ძვლების გადასაწოდებლად და ჩხირებით საჭმლის გადაცემა სუფრის წევრების უპატივცემულობას ნიშნავს. სამხრეთ კორეაში, როცა რაიმე სასმელს სვამთ, თავი გვერდზე მიაბრუნეთ და ისე დალიეთ. ეგვიპტეში ხელში არ აიღოთ სამარილე-ეს მზარეულის შეუარაცხყოფაა. რუსეთში არყის ცარიელი ბოთლები უნდა იდგას იატაკზე. მათი უკან მაგიდაზე დადება ცუდ ტონად ითვლება ჩინეთში არასოდეს არ დაანაწევროთ მაკარონი მირთმევის დროს. გრძელი მაკარონი დღეგრძელობას ნიშნავს, ხოლო მისი შუაზე გაწყვეტა სიცოცხლის შემოკლებას. იტალიაში პირველი მიპატიჟების დროს უარი თქვით სადილზე და მხოლოდ მეორედ მიპატიჟებაზე დათანხმდით იამაიკაში მიღებულია, რომ თუ ბავშვი მანამ გასინჯავს ქათმის ხორცს, სანამ ლაპარაკს დაიწყებს, მაშინ ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ლაპარაკს. ასე რომ, თუ ამ ქვეყანაში მოხვდებით, უცნაურად არ მოგეჩვენოთ თქვენი მასპინძლის საქციელი. საფრანგეთში თუ სუფრაზე მოხვდებით, ეცადეთ ნელა ჭამოთ, სწრაფად ჭამა აქ უზრდელობად ითვლება. ინდოეთში, ავღანეთში და თითქმის მთელ მუსულმანურ სამყაროში მიღებულია საჭმლის ჭამა მარჯვენა ხელით, რადგან მარცხენა ხელი აქ უწმინდურად ითვლება 65 1-ს მოსწონს
|