x
image
beko777
Mediator image
დუეტი „ჯორჯიას“ ინტერვიუ
დუეტი „ჯორჯია“ - საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. მიზანი როცა გაქვს ადამიანს აუცილებლად გააკეთებ იმას, რაც გინდა

image
ვის არ ნდომებია ან ვის არ დაულაშქრავს წარმატების მწვერვალები? ყველა მათგანი ირწმუნება, რომ თუ რაიმე გულით გინდა ყველაფერს მიაღწევ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ წარმატებაზეც. შეუძლებელი არაფერია ! მათ შორის არც წარმატების მიღწვა. წარმატება ნებისმიერი ადამიანის სასურველი მდგომარეობაა.. . მთელი ცხვორება ადამიანი ოცნებებს და მიზნებს ისახავს და ცდილობს მის განხოცრიელებას. ნებისმიერ ადამიანს სურს ატაროს სტატუსი.


ალბათ, ყველას გაქვთ რაღაცის ნიჭი და გინდათ იმ ნიჭით რაღაცას მიაღწიოთ. წარმატების მოპოვება თუ გინდათ, მაშინ ძალიან უნდა გიყვარდეთ ის საქმე, რომლითაც გნებავთ შემდგომში წარმატების მიღწევა. უნდა იყო თავმდაბალი და ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენად კარგი ხარ. თავმდაბლობა გესაჭიროება იმისათვის, რომ მოისმინო, მიიღო კარგი რჩევა, დროულად შეაფასო ახალი შესაძლებლობები და, რაც მთვარია, აღიარო ის რომ ამქვეყნად ყველაფერი არ იცი. სხვათა აზრის მოსმენა, საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზების გაანალიზება - აი რა არის აუცილებელი თქვენი დასახული მიზანის განსახორციელებლად. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული და გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ გსურს გაცურო – წყალში აუცილებლად უნდა შეხვიდე, თორემ მდინარეს ვერასდროს ვერ გადაცურავ.


სწორედ ბევრი შრომის შედეგად დუეტმა „ჯორჯიამ“ მიაღწია დიდ წარმატებას. მომღერლებმა რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბხაიძემ ხალხის სიყვარული მოიპოვეს. არიან თავდამბლები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დასახულ მიზნამდე მივიდნენ, თუმცა რა არის დუეტ „ჯორჯიას“ წარმატების საიდუმლო, რა რჩევებს აძლევენ ისინი დამწყებ მომღერლებს, როგორ მოვიდა ორი წარმატებული მომღერალი დღემდე და რა არის მათთვის ყველაზე დიდი გამარჯვება, ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ვარსკვლავებთან” რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე გულახდილად საუბრობენ.
რატი დურგლიშვილი:



image- ბავშვობიდან ვხატავდი და პარალელურად ყოველთის ვმღეროდი. 7 წლის ვიყავი როცა მამაჩემის ანსამბლში ვმღეროდი და მახოსვს პირველი ხელფასიც მაშინ ავიღე.
- რამდენი?
- მანეთები იყო, მაგრამ დედასთვის რომ საჩუქარი მეყიდა, ამისთის მყოფნიდა (ეღიმება) - როდესაც ვხატავდი იმიტომ არ ვხატავდი, რომ რამე მომეგო ან სადმე გამომეტანა გამოფენაზე. ჩემი ნახატები დღემდე წაღებული აქვთ და აღარ მიბრუნებენ.
- არ გიფიქრია, რომ ხატვას გაყოლოდი?
- როგორ არ მიფიქრია? სამხატვრო აკადემია მაქვს დამთვარებული. შემდეგ სიმღერაზე რომ გადავერთე, ხატვაში პაუზა ავიღე ანუ ასეთი პერიოდები სულ აქვს ხოლმე ხელოვან ადამიანს. ახლა ისევ ხატვის სურვილი მაქვს.
- როგორ ფიქრობ მამათქვენმა ხომ არ განაპირობა ის, რომ დღეს ხარ წარმატებული მომღერალი ხარ?
- არასდროს არ მომწონდა ისე გამოვჩენილიყავი საზოგადოებაში როგორც სხვები ჩანდნენ ხოლმე. მამაჩემი სულ მეუბნეოდა - რატომ არ გადიხარ კონკურსებზე, რატომ არ აკეთებ რამე გადაცემებსო? მაშინ ძალიან ბევრი ტელევიზია იყო, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა, მიუედავად იმისა, რომ პრობლემა არაფერში მექნებოდა და თუნდაც ის სანაცნობო წრეც მყავდა ირგვლივ, მაინც არ მინდოდა. - ყოველთვის მინდოდა და მინდა ხარისხი და ამ წარმატებასაც ადამიანები ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითონ ვიქმნით. უბრალოდ უნდა იცოდე სად უნდა მოხვდე.


მაკა ზამბახიძე:
image- თავიდანვე ჩემი და მშობლების სურვილი იყო, რომ ხელოვანი ვყოფილიყავი და ვმდგარიყავი დიდ სცენაზე. იმას უკვე არ ჰქონდა მნიშვნელობა მომღერალი ვიქნებოდი, მსახიობი თუ სხვა ვინმე, მთავარია სცენაზე ვყოფილიყავი. რატომღაც უნდოდათ, რომ მსახიობი გამოვსულიყავი.
- არადა ოჯახების უმრავლესობა პირიქითაა, მსახიობობას უშლიდნენ მითუმეტეს გოგონებს.
- (ეღიმება) ჩვენს შემთხვევაში პირიქით იყო. ჩემი ყოველი გამოსვლა სცენაზე მამაჩემისთის და ისევე როგორც დედაჩემისთვის დიდი დღესასწაულია, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან კრიტიკულები არიან.
- შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი და რატის თანამშრომლობა? რამდენად რთული გზა გამოიარეთ დღემდე?
მაკა: - მე და რატი მეათე კლასიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა მერე ჩვენი გზები გაიყო იმ მხრივ, რომ მე ჩავაბარე სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სადირიჟორო საფუკელტეტზე და რატიმ აკადემიაში. მე მომიწია რაღაც პერიოდი საზღავრგარეთ ცხოვრება. რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, იმ პეროდში კი რატი მღეროდა ერთ-ერთ ბარში და მე ვუთხარი, რომ თუ შეიძლება რომ შენთან ერთად ვიმღერო მეც-თქო, არანაირი ანაზღაურება არ მინდა-თქო (ეღიმება)
imageრატი: - პრინციპში ძალიან მალე შედგა ჩემი და მაკას ერთობლივი დუეტი. ვერ გეყვით, რომ ვწვალობ, რადგან სულაც არ არის ასე, რადგან ის საქმე, რასაც მე ან მაკა ემსახურება, ჩვენ ძალიან გვიყვარს. რაც შეეხება დაფასებას, ვთვლი რომ შენ უნდა აკეთებდე საქმეს და დაფასება ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. სულ მინდა რომ ვაკეთო რაღაცას, მაგრამ ის, რომ ამისგან რაღაც ხეირს ველოდები-თქო, მოგატყუებ. ცოტა რთული თემაა. წარმატებას სპეციალურად ვერ შიქმნი.
მაკა: - თუმცა სასიამოვნოა როცა შრომობ და ამას გიფასებენ. ჩვენს შემთხვევაში მე და რატი ვათენებდით ღამეებს, ვმუშაობდით სიმღერებზე.
რატი: - მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდით. დილის 7 საათი ისე მოდიოდა, რომ ვერ ვგებულობდით. ვერცერთ ვარიანტში ვერ გახდება ადამიანი წარმატებული თუ არ უყვარს თავისი საქმე, თუ იღლება - არ არსებობს.
მაკა: - ბევრი ვიშრომეთ. ძალიან სასიამოვნო პერიოდი გავიარეთ. შეიძლება ახლა უფრო მაღალანაზღაურებადი მომღერლები გავხდით, ვიდრე ადრე, რადგან მაშინ რაღაც კაპიკებზე იყო საუაბრი, მაგრამ ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს. ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ კარგად ვყოფილიყავით.
image- თქვენს შემოქმედებას რომ გადახედოთ, როგორ ფიქრობთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად, წარმატებულ გამოსვლას ან თუნდაც ნაბიჯი რომელიც გადადგით და წარმატებული აღმოჩნდა, რა არის?
მაკა: - ეს იყო 2008 წლის გამოსვლა „იურმალაზე“, სადაც ჩვენ პირველი ადგილი ავიღეთ და ეს არის ჩვენი ყველაზე მაღალი წერტილი და რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება და კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი.
რატი: - მახსოვს, რომ ამ ყველაფერმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში. ფაქტიურად ყველა ოჯახი ზეიმობდა.
- როგორ ფიქრობთ რა არის დუეტ „ჯორჯიას“ წარმატების საიდუმლო?
მაკა: - ამის თქმა და გააალიზება ძალიან რთულია. საერთოდ, უფლის გარეშე არაფერი არ ხდება.
imageრატი: - ჩემის აზრით, ადამიანობის პიროვნებიდან გამომდინარე მოდის წარმატება. დადებითს როგორც კი აჩვენებ ადამიანს წარმატებაც იქვეა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა იყო კარგი ადამიანი, თავდაბალი და ყველაფერი კი უფალთან მიდის, რადგან რომ არა ღმერთის ნება ჩვენ ასეთი წარმატებულები არ ვიქნებოდით.
- არსებობს ქართულ შოუ-ბიზნესში ისეთი ადამაინები, რომლებიც გვერდში ამოგიდგნენ და გზა გაგიკვალეს?
რატი: - სამწუხაროდ ასეთი ადამაინები ბევრნი არ ყოფილან, მაგრამ ვინც იყვნენ ყველას ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისათვის. ლელა წურწუმია ძალიან აქტიურად გვედგა გვერდით, იგივე მამულიჩა, ლალი ბერაძე, ბიძინა ბარათაშვილი, მაია ყიფიანი, აჩიკო გეგენავა, პრინციპში თითებზე ჩამოსათვლელია მათი სახელი და გვარი, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი ადამიანები დაგვიდგნენ გვერდში. არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს.რწმენა ჰქონდათ ჩვენი და იმიტომ დაგვიდგნენ გვერდში. ლელა სულ იძახის პოტენციალს თუ ვერ ვხედავ ადამიანში ვერაფერს გავაკეთებო და მეც ასე ვარ. ადამიანი როცა ნიჭიერია აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთის.
- არის თუ არა სიმღერა თქვენთვის როგორც ბიზნესი?
- მაგით ვცოხვრობთ, მაგრამ ცოტა რთული ბიზნესია სიმღერა საქართველოში, რადგან მყარი შემოსავალი არასდროს არ აქვს მომღერალს. შეიძლება რამოდენიმე თვე უმუშევარი იჯდე და ა.შ. მოკლედ ძალიან ბევრი მინუსები აქვს ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით და დავასკვენი, რომ ჩვენი ქვეყანა არც იყო, არც არის და არც იქნება მზად ხელოვნებისთის, რადგან ქვეყანაში არის ძალიან ბევრი სხვა პრობლემები.
image- დღეს დუეტი „ჯორჯია“ არის ორი წარმატებული მომღერლისგან შემდგარი ჯგუფი. პოპულარულები, პროდუქტიულები, რომლებსაც იცნობენ არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთ. არ გფიიქრიათ, რომ თქვენი ნიჭი უფრო ფართო ასპარეზზე გაგეტანათ, მეტი წარმატებისთის მიგეღწიათ და შესაბამისად თქვენი შემოსავლებიც გაიზრდებოდა. იგივე მოსკოვში წასულიყავით და იქ გაგეგრძელებინათ მოღავაწეობა, მითუმეტეს ყველა გიცნობთ.
რატი: - არანაირი ინტერესი არ მაქვს რომ რუსეთის ვარსკვლავი ვიყო, რადგან იქ არის სხვა კონტრაქტებზე საუბარი, გატყუებენ იქ, მშვიდი ცხვოვრება მირჩევნია.
- თუმცა მეტად იყიდები იქ როგორც მომღერალი.
image- გააჩნია შენთვის რა არის ძვირფასი. არასდროს არ მიოცნებია, რომ გლამურული ცხოვრებით მეცხოვრა, თუმცა ძალიან მომწონს როცა სხვას ვუყურებ და დადებითად მოქმედებს, მაგრამ ეგეთი ცხვოვრება ჩემი არ არის. მოკლედ გეტყვით, ის რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა და მოხდება, აბოსულუტურად ვარ და ვიქნები კმაყოფილი და უფლის ძალიან დიდი მადლიერი ვიქნები. შარშან მე და მაკას მოსკოვში და კიდევ რამდნეიმე ქვეყანში წასვლის შანსი გქვონდა, სადაც ჩვენ რესტორანში უნდა გვემღერა, მაგრამ ვერ გავრისკეთ.
- როგორ ფიქრობთ წარმატების რა საფეხურზე იმყოფებით დღეს?
რატი: - რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ, იმ საფეხურზე ვართ, რომელ საფეხურზეც უნდა ვიყოთ ამ წუთას.
მაკა: - მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი რაღაც კიდევ ერთ აფეთქებას ელოდება ჩვენგან.
რატი: - იმაზე მეტს ვეღარ ვიზავთ რაც ვქენით, მაგრამ...
მაკა: - კონკურსმანიაობანა არ გვჭირს და ამას არ ვგულისხმობ. რაღაც ისეთის გაკეთება გვინდა, რომ მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩეს და გავაკეთებთ კიდეც.
- სოლო-კონცერტის გეკეთებას ხომ არ გეგმავთ?
რატი: - 5 წელი გადის უკვე და ამ თემაზე სერიოზულად ვემზადებით. ჯერ ამაზე საუაბრი არ გვინდა, რადგან ეს არ გაკეთდება დღეს ან ხვალ. მომავლის გეგმაა.
მაკა: - გვინდა რომ ძალიან მაგრად მოვემზადოთ, რადგან ყველასთის დასამახსოვრებელი იყოს. ეს იქნება აუცილებლად შოუ, 3 ბლოკად გვექნება გაყოფილი და ძალიან საინტერესო რაღაცეები მოხდება.
რატი: - თან რაც მთავარია, ყველაფერი გვინდა რომ საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანოთ. ეს უნდა იყოს ყველასთის დასამახსვრებელი საღამო, შოუ-კონცერტი.
- რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ წარმატებას მიაღწიოს ცოვრებაში?
- საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. მიზანი როცა გაქვს ადამიანს აუცილებლად გააკეთებ იმას, რაც გინდა და აუცილებელია იღბალიც.


ესაუაბრა

გიორგი საკარული

0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0