x
image
რუსუდან ბერიძე
კალათები ღვიძლის მუსით,მწყერის კვერცხით და პომიდორი ჩერით (მაშას რეცეპტებიდან)
image

ძალიან გემრიელი საუზმეა ძვირფასო დიასახლისებო და ადვილად მოსამზადებელიც თუ კალათები გამომცხვარი გვაქვს უკვე.ამ ორიგინალური კალათების

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

ღვიძლის მუსისთვის:


500 გრ.ქათმის ღვიძლი.

150გრ.ნაღები.

150გრ.სტაფილო.

150გრ.ხახვი

მარილი, წიწაკა და მწვანილი გემოვნებით.

მოსართავად:

მწყერის კვერცხი–დაახლოებით 20ც

პომიდორი ჩერი–დაახლოებით 20ც.

ცოტა ზეთი

ღვიძლის მუსი გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი, ხოლო მწყერის კვერცხი და პომიდორი აძლევს განსაკუთრებულ გემოს და სილამაზეს კალათებს.სასურველია გამოვიყენოთ პატარა კალათები, თუ არ გვაქვს მწყერის კვერცხი და პომიდორი ჩერი, შეგვიძლია შევცვალოთ ჩვეულებრივი ქათმის კვერცხით და მომცრო ზომის პომიდორით, რომელსაც რამდენიმე ნაწილად გავჭრით.

მითითებული ინგრედიენტებით შეგვიძლია მოცამზადოთ 40 კალათა.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილოც წვრილ სახეხზე დავხეხოთ.მწვანილიც წვრილად დავჭრათ.

ნელ ცეცხლზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ გახეხილი სტაფილო, ცოტა მოვთუშოთ, დავამატოთ ღვიძლი და ისიც მოვთუშოთ დარბილებამდე.ვთუშოთ 15-20 წუთი, შემდეგ გავაგრილოთ.

გაგრილებული ღვიძლი ხახვთან და სტაფილოსთან ერთად მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ ნაღები და დავაბლენდეროთ.

დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, გემოვნებით ვუქნათ მარილი და წიწაკა.პომიდორი ჩერი და მწყერის კვერცხი გავყოთ 2 ნაწილად.

კალათაზე დავდოთ მომზადებული ღვიძლის მუსი(სასურველია საკონდიტრო შპრიცით, ან კოვზით)ლამაზად, მუსზე დავადოთ კვერცხი და პომიდორი და გავაფორმოთ მწვანილით.აი ჩვენი საუზმეც მზადაა.ახლა კი...


image



გემრიელად მიირთვით!




თქვენი მაშა!









2
58
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
58
  
2014, 28 ივნისი, 21:05
უკაცრავად მეგობარო.არ მინახავს თავის დროზე ტორემ არ დავწერდი.არაა პრობლემა,წავშლი
2014, 28 ივნისი, 15:42
http://intermedia.ge/სტატია/43403
0 1 2