x
image
beko777
Mediator image
ფატუნა ბუშიჰედის ინტერვიუ
ფატუნა ბუშიჰედი: - დიდად ვერ ვერკვევი მოდის ტენდენციებში, ჩემთვის ტენდენცია არის ის, რასაც მე ვქმნი


imageკოკო შანელმა თქვა - „მე არ ვქმნი მოდას, მე ვარ მოდა“. ბევრი დიზაინერისგან მომისმენია, რომ მოდაა ის რაც გიხდება, თუმცა არსებობენ დიზაინერები რომლებიც მოდის ტენდენციებს ზეპირსიტყვიერი გამოცდასავით ყვებიან, თუმცა უმეტესი მათგანი შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციებში ჩახედულიც არ არის. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ეს ნამდვილად არ ეხება დიზაინერ ფატუნა ბუშიჰედს, რომელმაც არ იცის თუ როგორი იქნება 2014 წლის მოდის ტენდენცია, რადგან როგორც აღნიშნა, მისთვის მოდის ტენდენცია არის ის, რასაც თავად ქმნის.
ფატუნას აქვს თავისი ხელწერა მოდის სამყაროში, უპირატესობას კლასიკურ სამოსს ანიჭებს, მეტ ქალურობას და რაც ყველაზე მთავარია, მოდის კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა. წარმატებული დიზაინერი ყოველთვის სიახლეების ძიებაშია, მისი წარმატებაც სწორედ 24 საათიანი მუშაობის და დიდი შრომის შედეგია. ყავს მეუღლე და სამი შვილი, თუმცა დროს იდეალურად ანაწილებს. ამბობს, რომ მეუღლე მას ძალიან ეხმარება და გვერდში უდგას.


image

ცნობისვის, ფატუნა 1985 წლიდან თეატრ „ბერიკონის“ დასში თამაშობდა, მას მსახიობობა ძალიან იტაცებდა, თუმცა ამ პროფესიას არ გაჰყვა. მსახიობობის პარალელურად დიზაინერი ტელევიზიაშიც მუშაობდა და ორი გადაცემის წამყვანი იყო, მაგრამ მოულოდნელად ხელოვნებიდან სრულიად განსხვავებულ სფეროში გადავიდა. ფატუნამ 4 წლის განმავლობაში სტომატოლოგ-ექიმად ქირურგიაში და თერაპიაში იმუშავა. - „ძალიან ბევრი პროფესია შევიცვალე, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ყოველთის ვხატავდი და ვქმნიდი რაღაცას“ - გვითხრა ფატუნამ


image- რითი განსხვავდება ფატუნა ბუშიჰედი სხვა დიზაინერებისგან?
- ყველა დიზაინერს მეტნაკლებად პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთრებულ პატივს ვცემ იმ დიზაინერებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური შემოქმედება. არ ვცემ ადამიანს პატივს, რომელიც აკეთებს სხვა ნაშრომიდან კოპირებას. რასაც აკეთებ უნდა გრძნობდე, - მე ვგრძნობ, ვეფერები, ვქმნი, ვესაუბრები და ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ქსოვილთან მაქვს კონტაქტი ანუ ვსაუბრობ (ეღიმება) ქსოვილი მკარნახობს რა უნდა გავაკეთო.



- ხელნაკეთ კაბებს ვაკეთებ, რომელსაც არ სჭირდება ღილი, არ ვხმარობ ელვას. საერთოდ, ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი შემოქმედების მიმართ. თუ რამე არ მომწონს იმას არასდროს გამოვიტან პოდიუმზე.


- არ მიყვარს ძალიან სიშიშვლე. მიყვარს როცა ქალის რაღაცა დეტალი ჩანს და რაღაც იმალება. ზედმეტი სიშიშვლე, მითუმეტეს სცენაზე, ჩემთვის მიუღებელია. ჩემს კაბებში თავს უნდა გრძნობდე ისე, რომ შენ ხარ დედოფალი.


image- თქვენ რაც ჩააცვით ნინი შერმადინს იმის შემდეგ ნინი სულ სხვანაირი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ დიდ მნიშვნელობას აქცევთ, რომ ნებისმიერი ქალბატონი გამოიყურებოდეს ქალურად.


- ამას კომპლიმენტად მივიღებენ და დიდი მადლობა. სხვათაშორის ძალიან ბევრმა მოდის კრიტიკოსმაც ეს თქვა, რომ ფატუნას კაბები არის დიდი, მაგრამ ქალის სილუეტი არ არის დაკარგულიო. 5 მეტრი ქსოვილისგან იქმნება ჩემი კაბა და შესაბამისად მოცულობას დიდი აქვს. რაც შეეხება ნინის, ის არის ნიჭიერების განსახიერება, ჩემი საამაყო მეგობარი, კარგი ადამიანი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეული ჩემი კოლექცია მას გაესნა, რომელმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა.


- ალბათ, ძალიან ბევრი მიზეზი მქონდა იმისათვის, რომ ნინი ავირჩიე. თვითონ შემაყვარა თავი, ეს არის ადამიანი რომლისთვისაც არაფერს დავიშურებ. ძალიან კეთილი ადამიანია.
- რამდენად რთულია საქართველოში გახდე წარმატებული ადამიანი და როგორც დიზაინერმა მოახდინო თვითრეალიზება?
image
- ძალიან რთულია იგივე თქვენი პროფესიაც, მაგრამ სირთულის გარეშე ხომ იცით, რომ არაფერი გამოვა. ერთხელ 5 დღით ვიყავი ამერიკაში წასული ჩვენება ჩავატარე, შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და ზუსტად დღე ნახებვარით ლონდონში ვიყავი, წარმოიდგინეთ რამდნეი ვიფრინე იმისთვის, რომ ჩემი თავი, შემოქმედება მეჩვენებინა საზოგადოებისთვის. მახსოვს, როცა გავაჩინე ბავშვი, ცალ ხელში ბავშვი მეჭირა და მეორე ხელით კოლექციას ვქმნიდი, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც გინდა შენი სახელი ასოცირდებოდეს პროფესიონალთან, საქმის მოყვარულთან, ამისათვის ძალიან ბევრი უნდა გააკეთო და იშრომო. ჩემვთის სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ და ამისათვის ადამიანმა იმდენი უნდა იშრომოს რომ საბოლოო შედეგი მიიღოს და კმაყოფილი დარჩეს.
- თქვენი მეუღლე როგორ უყურებს თქვენს საქმიანობას. ბევრი ქართველი მამაკაცი კომპლექსდება, ირთგუნება როდესაც მის გვერდით პოპულარული ქალბატონია, წარმატებული ადამიანი. თქვენი მეუღლის შემთხვევაში როგორაა?
- ჩემს შემთხვევაში პირიქითაა. ალბათ, დღეს ვერ ვიქნებოდი წარმატებული თუ არ მექნებოდა ჩემი მეუღლისგან და ოჯახისგან მხარდაჭერა. ჩემს ასეთ რთულ რეჟიმს ჩემი მეუღლე ჩვეულებრივად ეგუება და პირიქით ყოველთის გვერდით მიდგას. ის რომ არ ხედავდეს იმას, თუ რამხელა მოწონება აქვს ჩემს შემოქმედებას და რამდენი მიწვევები მაქვს სხვადასხვა ქვეყნებში, ჩემი მეუღლე აუცილებლად მეტყოდა რომ სახლში დაჯექი და შენი ფანტაზია შენთვის შეინახეო (ეღიმება)
image- ფატუნა, 2014 წლის მოდის ტენდენციებზე რას გვეტყვით? რა იქნება, როგორი სტილი, რომელი ფერები იქნება ამ წელს ყველაზე აქტუალური და მოდური?
- სიმართლე გითხრათ დიდად ვერ ვერკვევი მოდის ტენდენციებში, რადგან ფაქტიურად დრო არ მრჩება ვნახო რა არის ტენდენციური. ტენდენცია არის ის, რასაც მე ვქქმნი და მე მყავს ჩემი დამკვეთი, ჩემი შემოქმედებ არის ჩემი ტენდენცია, შესაბამისად ითხოვენ იმას, რასაც მე ვქმნი. ალბათ, ადამიანმა თავისი ტენდენცია თვითონვე უნდა შექმნას და არ უნდა ამოიჩემოს რაღაც ერთი. ინდივიდუალური უნდა იყო, უნდა დამალო ის დეტალი რაც დასამალია და გამოკვეთო ის დეტალი რაც გამოსაკვეთია. ფერებს რაც შეეხება, ძალიან მომწონს - შავი, ოქროსფერი, კრემისფერი, ფასტელური ტონებით, ფაქტიურად ყველა ფერს ვიყენებ, გააჩნია რა კოლექციას ვაკეთებ.


image- თბილისი არ არის მზად იმისათის, რომ გავაკეთო დიდი ჩვენება. იმ ადამიანებს რომლებსაც ძალიან უნდათ ჩემი ნამუშევრების ნახვა, მათთვის დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ცალკე ჩვენებას. როდესაც შენ მოდის კვირეულს აკეთებ, უნდა გქონდეს ძალიან დიდი შეთავაზება, თუნდაც იგივე სპონსორების მხრიდან, მსოფლიო ბაერები უნდა ინტერესდებოდნენ შენს ქვეყანაში, როგორი მოდის კვირეულია, როგორი დიზაინერია, როგორი კოლექცია აქვს, რომ ვიღაცამ ინვესტიცია ჩადოს ამ დიზაინერში, ან თუნდაც შეკვეთა მისცეს ან გაიყიდოს მისი სამოსი. აქ კიდევ არ ხდება ასეთი რაღაცეები და ამიტომ აზრი არა აქვს ჩვენების გაკეთებას.


ესაუბრა გიორგი საკარული

0
159
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0