ფოტოგრაფია გასაოცარი, სურეალისტური ფოტო პროექტი. 2014, 23 მაისი, 15:11 ფოტოგრაფთა ფანტაზიას საზღვრები რომ არ აქვს, ამაში დიდი ხანია რაც დავრწმუნდით, თუმცაღა მაინც გვაოგნებს მათი წარმოსახვითი ბუნება, რომელთაც მათ მიერ წარმოდგენილ ფოტო პროექტებში ვეცნობით ხოლმე. ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ ნიჭიერი ფოტოგრაფის Олег Оприско-ს ქალთა გამოსახულებების ირეალური ფოტო პროექტი, სადაც მთავარი ხაზი ესმევა ქალღმერთებს, ზღვას, ცეცხლსა და ჰაერს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ფოტო პროექტში არის ის, რომ ოლეგი ფოტოგრაფიისთვის იყენებს ძველ- ლენტიან ფოტოაპარატს- «Киев-6C», «Киев-88», რაც იმაზე მეტყველებს რომ ნამუშევარი მიღებულია სრულიად ბუნებრივად- ყოველგვარი თანამედროვე ციფრული გრაფიკისა და ტექნოლოგიების გარეშე. ოლეგი ფოტოგრაფიამ 16 წლიდან გაიტაცა, 18 წლის ასაკში კი საცხოვრებლად კიევში გადავიდა და თანამედროვე სარეკლამო ფოტოგრაფი გახდა, სადაც 4 წლიანი მუშაობის შემდეგ მიხვდა, რომ მისი საქმე არ იყო, რადგან ამან სიამოვნება ვერ მოუტანა საყვარელი საქმისადმი, ეს ხომ მხოლოდ კომერცია იყო და არა ხელოვნება. 23 წლის ასაკში კი ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ხელი მოკიდა საყვარელ საქმიანობას. გთავაზობთ ოლეგის ბუნებრივ სურეალისტურ ფოტო პროექტს, ყოველგვარი ციფრული გრაფიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე: 82 14-ს მოსწონს
|