x
image
ნატო ახრახაძე
კარგი დღე
ამინდი წვალობს, თითქოს, წვიმას აპირებს, ნოემბრის არც ისე ცივი დღეებია თბილისში.ჭავჭავაძის გამზირი მიწისქვეშა გადასასვლელით გადავკვეთე და თავად ილიას ძეგლის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებაზე ამოვედი.მე როგორც ახალჩამოსულს თბილისში, არა, პირველად კი არ ვიმყოფები ჩვენს დედაქალაქში, არამედ, საცხოვრებლად გადმოვედი, რადგან ჩემმა ერთადერთმა შვილმა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარა და რა თქმა უნდა, ამ საიამოვნო გარემოების გამო, ჩემი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა.

მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი ეს იმის გამო ხდება რომ მაინც სხვა გარემოში მოვხვდი და ამიტომ სხვანაირად აღვიქვამ დედაქალაქის ცხოვრებას თუ, რეალობას სწორად ვაფასებ.რასაც დღეს თბილისში ჩემი საკუთარი თვალით ვხედავ და რასაც ჩემი საკუთარი ყურით ვუსმენ, ბევრი რამ არ მომწონს, იმასთან შედარებით, აქამდე რა გარემოებაშიც ვცხოვრობდი.აქმდე ხომ იმერეთში, თავად საქართველოს გულის გულში, პატარა მაგრამ მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ, სატრანსპორტო და საბაზრო ქალაქ ზესტაფონში ვცხოვრობდი.ბევრი რამეზე, რა თქმა უნდა, იქაც მქონდა და მაქვს პროტესტი, რადგან ვიცი რომ აქსიომაა, ადამიანს ყველა და ყველაფერი ვერ ან არ მოგეწონება, მაგრამ თბილისმა სულ სხვა შეხედულების არეალში მომაქცია.აქ თითქოს, ადამიანები ერთმანეთის მიმართ ძალიან ცივები არიან, ვფიქრობ, რომ რაღაცას ან ვიღაცას იმ დონეზე ბაძავენ რომ, თავის საკუთარი მეს დანახვა, თითქმის, უჭირთ.მაპატიეთ, მაგრამ მე ასე შევხედე აქ ახალ რეალობას და სწორედ ასეთი შთაბეჭდილების მქონე ვიდექი იმ დღეს ჭავჭავაძის პროსპექტზე.დიდი ილის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებაზე, ვხედავ ელექტრო ტაბლოს, ჰო ძალიან კარგია ეს ტაბლოები ძალიან მომწონს, ზუსტად თუ არა არც ისე დიდი განსხვავებაა ნაჩვენებ და რელურ დროში ავტობუსების მოძრაობაში.როგორც მე, ასევე ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ტრანსპორტის მოლოდინში ვართ.ვხედავ, უფრო სწოად, ჩამესმა ბოხი ხველის ხმა, რაც არა სასიამოვნოდ მომხვდა ყურში.უნებლიეთ გავიხდე ვხედავ, ხნეში შესულმა, მაღალმა მამაკაცმა ჩემს წინ გაიარა, ტაბლოს თვალი შეავლო და გაჩერდა.მალევე მამაკაცს ვიღაც ნაცნობი ქალი გამოელაპარაკა, ქალი რუსული აქცენტით ნახევრად რუსულად საუბრობდა–“ოხ გიო კაკ ძელა?"–მამაკაცი პასუხობს–“რა ვიცი ნიჩევო, ვცხოვრობ რა, რაც შემიძლია, ვმუშაობ პატოსნად, ვშრომობ, მაგრამ რათ გინდა?"–და ისევ ბოხხმიანი ხველა ჩააყოლა.რა იკო უჟე ხიომ არ დაბერდი?"–სიცილით ეუბნება ქალი–“გონია ცოტა"...და უეცრად ჩემდა გასაკვირად, მამაკაცმა განაგრძო,

–“დავბერდით მგონი,

შემოგვაპარეს ღვინოში წყალი,


ავჩეხეთ ვაზი, დავრგეთ კომბოსტო,

თურქეთში მიდის ქართველი ქალი,

თან თავი მოსწონს, მე მაგათი დე..."

გაჩერებაზე ჩემ წინ მდგომი გოგონას სახე ახლაც თვალებში მაქვს როგორ გაკვირვებულმა, გაღიმებულმა და ნასიამოვნებმა, სახტად შემხედა, მეც იგივე ემოციებში მყოფმა შევხედე, ერთმანეთს გაუღიმეთ და როცა უკვე იმ მამაკაცისკენ გავიხედე ის უკვე გაჩერებულ ავტობუსში ადიოდა მე კი, რაც ჩამოვედი თბილისში ისეთი კარგი დღე არ მქონია.მადლობა მინა უთხრა იმ უცნობ მამაკაცს, რომ ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც მე, როგორც მის მიერ ნათქვამი ლექსის სტრიქონებიდან გადმოსული ნაფიქრალი.მე არ ვიცი ეს ლექსი თავად მას ეკუთვნის თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ გულში იმედი გამიჩდა, რადგან მივხვდი რომ არსებობენ ისეთი ქართველი მამაკაცები, როგორიც ის ჩემთვის უცნობი გიო არის, რომელსაც ქართული, მამაკაცური შარმი სხივად დააქვთ ჩვენ ქვეყანაში.

0
18
4-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
18