შოუბიზნესი ლიკა ყაზბეგი - მადლობა დავით აქუბარდიას 2014, 22 მაისი, 0:21 უამრავ ენერგიას ვხარჯავ განცდებში, ემოციებში
მეოცნებე ადამიანი ვარ
დიახ, ვატარებ ნიღაბს და ამის გარეშე ჩემი პროფესია წარმოუდგენელია ![]() ლიკა ყაზბეგის წარმატების ფორმულა ![]() – ძალიან მაინტერესებს, ხალხი თვლის, რომ მე წარმატებული ვარ? როდესაც წარმატებას მივაღწევ, მაშინ გეტყვით ფორმულას, არ დაგიმალავთ ჩემი სამოდელო სააგენტო უცბად გახდა ცნობილი და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავით აქუბარდიას, რომელმაც გამომიცხადა მხარდაჭერა და ჩემი სამოდელო სააგენტოს შესახებ გადაღებული ვიდეო-რგოლი მის ტელეარხზე ხშირად ტრიალებდა. მაშინ არ იყო ამდენი ტელევიზია, “კავკასიასაც” დიდი აუდიტორია ყავდა. ტელევიზორს რომ ჩართავდი, მთელი დღე “ლიკა ყაზბეგი’’ ისმოდა დიდი ხნის განმავლობაში. ეს ჩემი წარმატების მოპოვების ერთ–ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი იყო ჩემი კაიერის დასაწყისში. გული მწყდება იმაზე, რომ უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა ცხოვრებაში, პროფესიაში... რასაც ვაკეთებ მხოლოდ 50% ჩემი შესაძლებლობის. სამწუხაროდ ძალიან ემოციური ვარ. უამრავ ენერგიას ვხარჯავ განცდებში, ემოციებში, ადამანების ემპათიაში. მერე დაღლილ-დაქანცულს არაფრის თავი აღარ მაქვს… ხოლმე… ლიკა ყაზბეგი ნიღაბს იხსნის... ![]() – - რაც შეეხება ჩემს ხასიათს... ძალიან ხისტი ხასიათი მაქვს და ამდენად, ალბათ იმიჯიც მკაცრი, მაგრამ რეალურად მეოცნებე ადამიანი ვარ, სენტიმენტალისტი, გამოუსწორებელი რომანტიკოსო. სიყვარულის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია მიყვარს. ამ ბოლო დროს გართულება დამეწყო ადამიანზე. (ამ სიტყვის ფართო გაგებით) იმდენი ზიანი მომაყენეს, არარეალიზუბულმა, გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომ 2014 წელს დიდი წმენდის წლად ვაცხადებ. შეიძლება ჩემს ირგვლივ სულ 10 ადამიანი დარჩეს, მაგრამ მირჩევნია. ჩემი მგრძობელობის გამო იოლად ვერ ვიშუშებ იარებს, რაც მერე ჩემს პროფესიასაც აზარალებს. სულ სხვა ადამიანი ვარ კამერებს მიღმა, იმ ადამიანების გვერდით, რომელთანაც თავს ვგრძობ მშვიდად, რადგან ვიცი, მათ ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. დიახ, ვატარებ ნიღაბს და ამის გარეშე ჩემი პროფესია წარმოუდგენელია, მაგრამ აი ამ წამს, მე თქვენთან ნიღბის გარეშე ვარ, აბსოლიტურად გულწრფელი. კადრს მიღმა...და კადრში – „კადრში“ ლიკა ყაზბეგი ხშირად ატარებს ნიღაბს, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის გამჭირვალე, რომლებიც ნამდვილად იცნობენ ლიკა ყაზბეგს და ესენი არიან ჩემი ნამდვილი მეგობრები. ვერ გეტყვით, რომ რთულია ასე ცხოვრება, ან მოსაწყენი, პირიქით ჩემი ცხოვრება ძაალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. მე მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც პირადი ცხოვრების ხარჯზე ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას. სამწუხაროდ, მათ სხვა რესურსი არ გააჩნიათ და ამიტომ აკეთებენ ამას. მე ნამდვილად არ მაქვს ეს პრობლემა, რადგან ჩემი პროფესიული საქმიანობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ პოპულარობა თავისით მოდის. არ მიყვარს ერთფეროვნება, ჩემი ხასიათის გამო სულ ძიების პროცესში ვარ, მიყვარს სიახლეები, ჯანსაღად მოაზროვნე, დადებით ადამიანებთან ურთიერთობა, მათ ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილს ვუთმობ. მადლობელი ვარ ღმერთის რომ ამ მხრივ განებივრებული ვარ და ლეგენდად ქცეულ ადამიანებთან ვმეგობრობ და მაქვს ურთიერთობა. მათთან ისე ვმდიდრდები ისე ვივსები, რომ უკვე ყველასთან და ნებისმიერთან უკვე მიჭირს ურთიერთობა. ცემთვის აღარ არის საინტერესო.... გულწრფელი პასუხი ფარისევლებს... – ფარისევლობა.... ჩემი სფეროს განუყოფელი თემა. მათგან დიდი, ყაზბეგის მთები ავღმართე წლების წინ. რითაც (როგორც მერე აღმოჩდნა) უფრო მეტი ინტერესი გავუღვიძე ადამიანებს და პირდაპირ იერიშზე გადმოვიდნენ. ყველამ ჩემს სულში შემოღწევა მოისურვა. ამის უფლებას მხოლოდ ერთეულებს ვაძლევ. რჩეულებს მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. ზუსტად ვხედავ მათი ქცევის მოტივაციას ჩემთან მიმართებაში. ამას არ ვიმჩნევ რათქმაუნდა. პატარა-პატარა ადამიანური სისუსტეეების პატიება შემიძლია, რადგან შეიძლება არც მე ვიყო იდეალური. სიყვარული... ![]() საკუთარი პროექტის მიღმა ![]() ლიკა ყაზბეგის მიერ „მოწამლული“ ადამიანები ![]() ნატო გაგნიძე - პირველად ლიკამ შემომთავაზა დიზაინერ მანანა მანიას კოლექცია მეჩვენებინა პოდიუმზე, ვნერვიულობდი, რადგან ჩემი თავი ამ ამპლუაში ვერ წარმომედინა, მაგრამ შემდეგ ჩემმა კოლეგებმა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გამოცდილება მითხრეს, რომ სანერვიულო არაფერიაო და ამიტომ დავთანხმდი. შემდეგ იყო „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. ლიკას ვუთხარი პოდიუმით მომწამლე-მეთქი... ამიტომ თუ მექნება ლიკასგან კიდევ შემოთავაზება აუცილებლად დავთანხმდები. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო პოდიუმზე გამოსვლის პროცესი. გავიცანი ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები... ყველნაირად დადებითი და პოზიტივი იყო ჩემთვის ეს პროექტი. მაია ბარათაშვილი – „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ არაჩვეულერივი პროექტია, რადგან არ არსებობს ქვეყნად ქალი, რომელსაც არ სურს ერთხელ მაინც პოდიუმზე გამოსვლა. ლიკა ყაზბეგმა ძალიან სწორი გათვლა გააკეთა, ამას კარგი გაგებით ვამბობ... მან შეძლო განეხორციელებინა იმ ქალბატონების გულში არსებული სურვილი, რომლებიც ამ პროექტში გააერთიანა.. პროექტზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო. ფოტოსესია იყო ემოციურად ძალიან კარგი და რაც მთავარია, პროფესიონალ მოდელებთან ერთად ვსწავლობდით სიარულს. მე სცენაზე ხშირად გამოვდივარ პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემთვის ეს პროექტი იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩემი თავი ამ ამპულაში სხვანაირად დავინახე, ძალიან სასიამოვნო იყო, როცა სამოსს ვაჩვენებდი, უფრო ქალური თვისებები წამოიწია ამ დროს ჩემში... მე მადლობა მინდა ვუთხრა ლიკა ყაზბეგს. ძალიან მიყვარს და ვაფასებ ამ ადამიანს.. დინი ვირსალაძე – საინტერესო პროექტია და ამიტომ არსებობს დღემდე. მე პოდიუმთან შეხება მანამდეც მქონდა და ეს არ იყო ჩემთვის სიახლე, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ ლიკამ შემომთავაზა მონაწილეობა. პროექტის სახელწოდება უკვე საინტერესოა „წარმატებული ქალი პოდიუმზე“... ამ პროექტის დადებითი მხარე ის არის, რომ იქმნება სადღესასწაულო განწყობა, ყველა ვინც ამ პროექტში იღებს მონაწილეობას ხალისობს, დადებითი ემოციებით ივსება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჟურნალისტიკიდან პოდიუმზე და წარმატება... – ჟურნალისტიკა ჩემთვის ძალიან საინტერესო პროფესია და დღემდე მაქვს ნოსტალგია ამ პროფესიისადმი. ამ ბოლოს, რატომღაც ვფიქრობ, რომ მე რომ ისევ ჟურნალისტი ვიყო, ძალიან საინტერესო ადამიანებს ჩავწერდი, გავაშუქებდი ბევრ თემას, რომელიც რატომღაც არ შუქდება. ერთი სიტყვით ვიტყვი, „სიმარტივე“ ჟურნალისტიკაში უკვე მომაბეზრებელია. გავაკეთებდი გადაცემას, რომელშიც მოვიწვევდი იმ ადამიანებს, რომლებისგან შეიძლება ვისწავლოთ და რაც მთავარია, ღირს მათი მოსმენა, მათი გამოცდილებების გაზიარება. ჟურნალისტობაც სრულიად სპონტანურად დავიწყე და ასევე, სრულიად შემთხვევით შევქმენი სამოდელო სააგენტოც, წინასწარ არასდროს არ ვფიქრობ რას გავაკეთებ, იდეები თავისით მოდის და მათი განხორციელება რატომღაც არ მიჭირს. ასე შეიქმნა ჩემი პროექტებიც... ჟურნალისტებზე განაწყენებული ლიკა ყაზბეგი – კარგი ჟურნალისტი არასდროს არ ძვრება ადამიანის პირად ცხოვრებაში, თუ მას ამის უფლებას არ აძლევს რესპოდენტი. ეს ეხება არამარტო პირად ცხოვრებას, არის თემები, რომლის გაშუქებაზეც ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს, რადგან სკანდალური ინტერვიუს გაკეთება სხვისი ნერვების და სხვისი ცხოვრების ხარჯზე არ შეიძლება. ჟურნალისტი უნდა იყოს ღირსეული და ჯანსაღად მოაზროვნე. მე ვიყავი ჟურნალისტი და როდესაც მივდიოდი რესპოდენტთან ინტერვიუზე, მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი წინასწარ და ამიტომ არ მიჭირდა მასთან გულწრფელი ინტერვიუს ჩაწერა. სამწუხაროდ, დღეს არის ეს პრობლემა ქართულ ჟურნალისტიკაში. აი თუნდაც უკვე წლებია, მე მომიხსენიებენ დიზაინერად, მიუხედავად იმისა, რომ მე ამაზე კომენტარიც გავაკეთე და ვთქვი, რომ დიზაინერი არ ვარ. თუმცაღა უკვე გამორიცხული ისიც არ არის, რომ ერთ დღეს, ჩემს პროექტში ჩემი დიზაინით შექმნილი სამოსით გამოვიდნენ ქალბატონები... ეს ჩემთვის ძალიან მარტივია... ლიკა ყაზბეგი წიგნი სათაურით „... – ბევრმა ადამიანმა მითხრა და ახლაც მეუბნებიან, რომ შენს ადგილას მე წიგნს დავწერდი, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა შენს ცხოვრებაშიო, სწორედ აქედან გაჩნდა სურვილი ჩემში, რომ დავწერო წიგნი, რომელშიც იქნება რეალური პერსონაჟები და საინტერესო სიუჟეტები. ალბათ მოვა დრო, რომ ეს წიგნიც გამოვა და მას საზოგადოება გაეცნობა. ჩემი ცხოვრება ჩემთვის დიდი სკოლაა, რომელიც მე გავიარე და დიდი გამოცდილება მივიღე. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი ჯანსაღი ურთიერთობების, მეგობრობის ფასი. ამ წიგნში ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს... ესაუბრა თინა ღლონტი ![]() 294 3-ს მოსწონს
|