ცომეული გემრიელი პეროგი ქათმის ფილეთი და სოკოთი (მაშას რეცეპტებიდან) 2014, 20 მაისი, 18:24
ახლა შემოგთავაზებთ უგემრიელეს პეროგს, ქათმი ფილეთი და შამპინიონით.ამისთვის კი დაგვჭირდება
შემდეგი ინგრედიენტები:
ცომისთვის:
–50გრ.შერბილებული კარაქი –1 კვერცხი –3ს.კ. წყალი –1/2ჩ.კ.მარილი –200გრ.პ/ფქვილი შიგთავსისთვის –300გრ.ქათმის ფილე –300გრ.შამპინიონი –1პატარა თავი ხახვი. –მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. თავზე მოსასხამი მასა: –150გრ.ნაღები(20%-იანი) –2 კვერცხი –150 გრ.მდნარი ყველი. მომზადების წესი: ცომის ინგრედიენტებით მოვზილოთ ფაფუკი ცომი და შევდგათ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად.სოკოც დავჭრათ და მოვთუშოთ ხახვთან ერთად ცოტა ზეთში.დავამატოთ ქათმის ფილე, შევაზაოთ მარილით და წიწაკით და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.მოზრდილ ყალიბზე(23-25სმ) გავაბრტყელოდ მიღებული ცომი, ისე რომ გვერდებზეც ამოვიდეს .გავუკეთოდ ეგრედწოდებული"ბორტიკები".შემდეგ მასზე თანაბრად მოვაყაროთ მომზადებული მასა. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი კარგად, დავამატოთ მას ნაღები და ყველი და მოვურიოთ კარგად.მიღებული მასა მოვასხათ ზემოდან პეროგს. ვაცხობთ 30-40 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ გადაწითლდება კარგად.შემდეგ გამოიღეთ, გააგრილეთ, დაჭერით და... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა! 101 1-ს მოსწონს
|