x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
სასწაული – წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი

image


წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი (+266 ან 270) სიყმაწვილეში თანატოლებს არ უყვარდათ, რადგან კეთილმოკრძალედ ცხოვრობდა და სიქალწულეს იმარხავდა. მტრებმა, მისთვის ჩირქი რომ მოეცხოთ, ვინმე უწესო ქალი მოისყიდეს, რომელსაც ყველას წინაშე ცილი უნდა დაეწამებინა ახალგაზრდისთვის. მართლაც, ერთხელ, როცა გრიგოლი ფილოსოფოსებსა და მასწავლებლებთან ერთად იდგა, მივიდა მასთან ის დედაკაცი და ურცხვად მოითხოვა ფული "მასთან გატარებული ღამისთვის". ზოგმა დაიჯერა ქალის ნათქვამი, ზოგმა კი არა, რადგან იცოდნენ გრიგოლის უმანკო ცხოვრების ამბავი. ქალი ხმამაღლა გაჰყვიროდა და სულ მალე ირგვლივ უამრავი ხალხი შეიკრიბა. წმინდა გრიგოლი სირცხვილისგან გაწითლდა და როგორმე თავიდან რომ მოეშორებინა, მეგობარს სთხოვა, მიეცა მისთვის, რასაც ითხოვდა. მეგობარმაც იხსნა ჭაბუკი მონაზონი ამ დაუმსახურებელი სირცხვილისგან. გამოართვა თუ არა ქალმა ფული, მასზე ღვთის რისხვა მოიწია - მასში ეშმაკი შევიდა, დასცა მიწაზე და წამება დაუწყო. ქალის ტანჯვამ ყველა შეაძრწუნა. ასე იყო ის უბედური, სანამ ისევ წმინდა გრიგოლმა არ შეიწყალა. წმინდანი მივიდა ქალთან და იესოს სახელით განდევნა ეშმაკი. დედაკაცმაც, აწ უკვე სულიერადაც განკურნებულმა, გაამჟღავნა ცილისმწამებელთა ბოროტი ჩანაფიქრი.

1
73
6-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
73
  
0 1 1