ფოტოგრაფია საოცარი მაკრო ფოტოსესია (17 ფოტო) 2014, 20 მაისი, 16:26 ფოტოები ისე გამოიყურება თითქოს ფოტოშოპშია გაკეთებული ან ინსცენირებულია მკვდარი ჭიანჭველებიდან. მაგრამ ეს ასე არ არის, ეს შესანიშნავი ფოტოები ნამდვილია, ყველა ჭიანჭველა ცოცხალია და თქვენ წარმოიდგინეთ არცერთიც კი არ დაშავებულა. ეს ნამუშევევრები ეკუთვნის რუს ფოტოგრაფ ანდრეი პავლოვს. მან ძალიან ბევრი დრო დახარჯა თითოეული სცენის მომზადებაში, სანამდე გადაიღებდა ფოტოაპარატით. ფოტოებისათვის გამოყენებული იყო სპეციალური ობიექტივი მაკრო გადაღებისათვის. ანდრეიმ შეისწავლა ჭიანჭველების ცხოვრება და შეამჩნია, რომ ყველა ჭიანჭველა მიყვება გარკვეულ გზას, როდესაც ისინი მუშაობენ. მან მოათავსა თავისი დეკორაციები მათ გზაზე და სურათებს უღებდა სანამდე ისინი მუშაობდნენ.ანდრეი ყოველი წლის ზაფხულზე მიემგზავრება აგარაკზე, ჭიანჭველებს რომ გადაუღოს სურათები. «ჩემს შვილებს როდესაც ვუკითხავდი ზღაპრებს, მივხვდი რომ არის რაღაც ისეთი რაც მე არასოდეს არ გამიკეთებია ბავშვობაში. მივიღე გადაწყვეტილება რომ შემექმნა საკუთარი ზღაპრები. ადრე თეატრში ვმუშაობდი და ეს ძალიან დამეხმარა როდესაც საქმე დეკორაციების მომზადებამდე მივიდა. ჭიანჭველები იმიტომ ავირჩიე რომ პატივს ვცემ მათ. ისინი ძალიან შრომის მოყვარენი არიან, ზრუნავენ თავიანთ შვილებზე და მოხუცებულ ჭიანჭველებზე.» დამეთანხმებით რომ მართლაც ძალიან ლამაზი და საოცარი სურათებია. 302 5-ს მოსწონს 1-ს არა
|