x
image
ციცი
Mediator image
სკანდალი კანის ფესტივალზე-უკრაინელი ჟურნალისტი ჰოლივუდელ მსახიობს კაბის ქვეშ შეუძვრა
image
სკანდალი მოხდა კანის ფესტივალზე. უკრაინელი ჟურნალისტი ვიტალი სედიუკი ცდილობდა, წითელ ხალიჩაზე კაბის ქვეშ შესძრომოდა ჰოლივუდის მსახიობს, ამერიკა ფერერას.

ეს ინციდენტი მოხდა ანიმაციური ფილმის "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი-2"-ის პრემიერის დროს.

წითელ ხალიჩაზე გამოვიდნენ მსახიობები, რომლებიც ამ ანიმაციური ფილმის გმირებს ახმოვანებდენ.

სერიალ "Ugly betty"-ის ვარსკვლავი, კანის ფესტივალზე თეთრი კაბით გამოცხადდა. წითელ ხალიჩაზე მასთან უეცრად ზურგიდან მიიჭრა სკანდალებით ცნობილი კორესპონდენტი, უკრაინული ტელეარხის "1+1"-ის ჟურნალისტი ვიტალი სედიუკი, რომელმაც გაარღვია კორდონი და ამერიკა ფერერას კაბის ქვეშ შუყო თავი. ჰოლივუდის მსახიობი ნამდვილად არ მოელოდა ასეთ უეცარ თავდასხმას, იგი გაოგნებული შემობრუნდა და თვალებს არ უჯერებდა. დაცვამ სასწრაფოდ გაიყვანა სკანდალისტი ჟურნალისტი ვიტალი სედიუკი და ფრანგ პოლიციელებს გადასცა.


ვიტალი სედიუკი ცნობილი არის თავისი ასეთი უცნაური და სკანდალური გამოხტომებით.

მას არაერთხელ მოუწყვია სკანდალი სხვადასხვა ცერემონიებზე, რომლებშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ამა წლის იანვრის თვეში, Guild Award-ის წითელ ხალიჩაზე ბრედლი კუპერის წინაშე დაიჩოქა, ასევე თებერვალში მუხლებზე დადგა ლეონარდო დი კაპრიოს წინაშე და მის შარვალს სახით შეეხო.

ცოტა უფრო მოგვიანებით კი ნიუ-იორკის კვირეულზე პოდიუმზე ავარდა ლეოპარდის "სტრინგებში" და თავზე გვირგვინით, რომელზეც ლეონარდო დი კაპრიო იყო გამოსახული.

უკრაინულმა ტელეარხმა "1+1"-მა სკანდალისტი ჟურნალისტი კანის ფესტივალზე მომხდარი სკანდალის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვა და ვიტალი სედიუკი აღარ წარმოადგენს მათ ინტერესებს.

გთავაზობთ ჟურნალისტის სკანდალების ამსახველ ფოტოებს:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
image

0
166
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0