x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
მადლის ქვა უკვე გუშინ 12 საათიდან წმინდა სამების ტაძარში არის დაბრძანებული...

უდიდესი სიწმინდე - მადლის ქვა უკვე გუშინ 12 საათიდან წმინდა სამების ტაძარში არის დაბრძანებული.მადლის ქვა უკვე გუშინ 12 საათიდან წმინდა სამების ტაძარში არის დაბრძანებული.
ერთხელ წმიდა დავით გარეჯელმა იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა და რამდენიმე ძმასთან ერთად წმინდა ქალაქისკენ გაეშურა. როდესაც
მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც მადლის ქედი ეწოდება და საიდანაც მთელი იერუსალიმი მოჩანს, წმიდა დავითი ქვე დაემხო და მადლობა შესწირა უფალს: "მადლობელი ვარ, უფალო, რომ მეც, შენი უღირსი მონა, ღირს მყავ მოწევნად და ხილვად შენი წმინდა ქალაქისა, სადა დასდგნენ ფერხნი შენნი. აღარ ვიკადრებ ჩასვლას ქვემოთ და შენი წმინდა ნაფეხურების დათრგუნვას. ჩემთვის საკმარისია ის მადლიც, რომელიც იერუსალიმის ოდენ ხილვით მომეცა".
დიდხანს იყო ასე დამხობილი. ძმებმა მას გზის გაგრძელება მოსთხოვეს მაგრამ წინდა დავითი უღირსად მიიჩნევდა თავს და უთხრა მათ, რომ მის გარეშე შესულიყვნენ წმინდა ქალაქში: "თქვენ წადით და ჩემთვის, ცოდვილისათვის, ილოცეთ უფლის საფლავზეო". ამის შემდეგ მარტო დარჩენილმა დიდხანს ლოცვისა და უამრავი ცრემლის ღვრის შემდეგ უდიდესი რწმენით აიღო სამი ქვა იმ ადგილიდან სადაც მუხლმოდრეკილი იდგა. თითქოს უფლის საფლავისაგან არიან გამოკვეთილნიო, დიდი მოკრძალებით ჩააწყო კალათაშ და უკან, გარეჯისკენ მობრუნდა. იმავე ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქ ელიას და აუწყა: მოვიდა იერუსალიმში საკუთარი მონაი ჩემი დავითი და თავისი სარწმუნოებით წაიღო მადლი იერუსალიმისა. ხოლო შენ წარავლინე მალემსრბოლნი, რათა დაეწივნენ მას. დავითს კალათაში სამი ქვა უძევს, შენმა ხალხმა ამ ქვებიდან ერთი დაუტოვოს და უთხრას: "ამას გიბრძანებს შენ უფალი - შენი რწმენისთვის მიგეღო მადლი ჩემი წმინდა ქალაქის იერუსალიმისა. ხოლო მე სათნოდ მიჩნს, ორი ნაწილი უკანვე, იერუსალიმში, დავაბრუნო, რათა სრულიად არ იყოს განშორებული მადლისაგან. ხოლო მესამედი მადლისა შენთვის მომინიჭებია. წაიღე იგი უდაბოში, წმინდა ჰყავ შენი მისვლით, შენი სხეულის იქ დადებით (ანუ გარეჯას დაიმარხეო), რომლისა სარწმუნოებით შემხებელთა ჰპოვონ კურნება სულთა და ხორცთა. ხოლო ეგ ქვა წაიღე უდაბნოში, ვითარცა ევლოგია, სახსენებლად და მისათხრობლად სარწმუნოებისა შენისა". პატრიარქმა სასწრაფოდ დაადევნა ხალხი წმინდა დავითს. დაეწივნენ ღირს მამას. მათ თაყვანი სხეს წმინდანს, ორი ქვა მოწიწებით გამოართვეს და დაბრუნდნენ წმინდა ქალაქში. გაკვირვებული წმინდა დავითი დაემხო მიწაზე და მადლობა შესწირა უფალს. შემდეგ კი იერუსალიმის მესამედი მადლით დაუბრუნდა თავის მონატრებულ სულიერ შვილებს გარეჯში.

0
255
4-ს მოსწონს
ავტორი:ბექა შველიძე
ბექა შველიძე
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0