x
image
მანჩო 777
საიდან იღებს სათავეს ქალების ფეხების გაპარსვის მოდა
დღეს ვერც კი წარმოგვიდგენია თანამედროვე კულტურული და მოდური ქალი გაუპარსავი ფეხებით. ეს მიუღებელი და არაესთეტიკურია. მაგრამ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, საიდან წამოვიდა ტენდენცია ფეხების გაპარსვისა. მოდით, მცირე ექსკურსი ჩავატაროთ წარსულში და ისტორია თავად გაგვცემს პასუხს ამ კითხვაზე.


image


მაინც რატომ ვიპარსავთ ფეხებს? ამ კითხვაზე ყველა თქვენგანს აქვს განსაზღვრული პასუხი: ქალების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამას საკუთარი სიამოვნებისათვის აკეთებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ფეხებს მამაკაცებისათვის თავის მოსაწონებლად იპარსავს. რა თქმა უნდა, ეს მართალია, რადგან ქალის თმიანი ფეხები-საშინლად არასთეტიურია და ასეთი ქალი არა მგონია მამაკაცს მოეწონოს. თუმცა ისტორია ამ კითხვაზე სულ სხვაგვარ, საკმაოდ მოულოდნელ პასუხს გვაძლევს:

მოდა ქალის გაპარსული ფეხებისა სათავეს იღებს მეორე მსოფლიო ომის დროიდან და ეს სულაც არ არის ჰიგიენასთან დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ ომის დროს ქალის წინდები ძალიან დეფიციტური გახდა, რადგან წარმოებული ნეილონი მთლიანად სამხედრო მიზნებისათვის იხარჯებოდა, მაგალითად, პარაშუტების წარმოებაზე. წინდების გარეშე სიარული კი იმჟამად მიუღებელი იყო. ქალებმა, როგორც ყოველთვის, ამ არასასურველი სიტუაციიდან გამოსავალი იოლად იპოვეს: მათ დაიწყეს ფეხებზე კანის ტონირება, ანუ წინდების დახატვა. ისინი წინასწარ იპარსავდნენ თმებს სამართებლით, შემდეგ კი ტონალური კრემების საშუალებით ფეხებზე "იხატავდნენ" წინდებს. ბევრი სილამაზის სალონი სთავაზობდა ქალებს ასეთ მომსახურეობას. დაიწყო წარმოება ამ პროცედურებისათვის საჭირო მასალებისა: ეს იყო ტონალური კრემები, ფანქრები და მოწყობილობა სწორი ხაზის გასავლებად, ვითომდა წინდების ნაკერის იმიტაციისათვის ფეხის უკანა მხრიდან .



image


აი ასე... ომი დიდი ხანია დამთავრდა, მაგრამ მოდამ ქალების ფეხების გაპარსვისა მყარად მოიკიდა ფეხი და გახდა ქალურობის ეტალონი. დამეთანხმებით, ბევრმა თქვენთაგანმა არ იცოდა ეს ისტორია.

8
868
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
868
  
2014, 24 მაისი, 22:26
კი, ზუსტად ეგრეა..ისე რუსები არც ახლა იკლავენ თავს გაპარსვით:)
2014, 24 მაისი, 20:04
მაიცა მანამდე გაბაჯნლულები დადიოდენ ? არ უნდა იყოს ეს ინფორმაცია სწორი შეიდზლება იხატავდენ წინდებს მაგრამ ფეხის გაპარსვა ამასთან კავშირში არ უნდა იყოს რომ მაქედან მოდის ეს ტრადიცია
2014, 24 მაისი, 3:02
თუ ყველამ იცოდა რომ იხატავდნენ რა აზრი ქონდა ...საკუთარ თავს აჯერებდნენ რომ ეცვათ? :/ რაცხა ვერ მივხვდი : დ
2014, 23 მაისი, 12:30
არც მე ვიცოდი
2014, 17 მაისი, 21:32
მეც ახლახან გავიგე:)
2014, 17 მაისი, 21:28
მე მართლა არ ვიცოდი.
2014, 17 მაისი, 21:20
ჰო, რუსებს არ უყვართ:D დარჩნენ მე-19-ე საუკუნეში
2014, 17 მაისი, 21:19
რუსებმა ვერ ისწავლეს მხოლოდ..........გაპარსვა
0 1 8