x
image
მანჩო 777
ქალები, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი წარმოდგენა სილამაზეზე
სილამაზე - ეს ფარდობითი ცნებაა. სილამაზის კრიეტერიუმები და კანონები საუკუნეების და წლების მანძილზე იცვლებოდა. მაინც რას ნიშნავს თანამედროვე გაგებით იყო ლამაზი ქალი? - ამაზე პასუხს წინამდებარე პოსტში წარმოდგენილი 11 ქალი გაგვცემს, რომლებმაც მსოფლიოს უჩვენეს სრულიად სხვაგვარი სილამაზის სტანდარტები და არა ის, რასაც ყოველდღიურად თავს გვახვევს უამრავი მოდური ჟურნალი, ათავსებენ რა თავიანთ გვერდებზე ფოტოშოფით დამუშავებული იდეალური მოდელების ფოტოებს. ამ ქალებმა გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ შეეცვალათ ჩვენი წარმოდგენა ქალურ სილამაზეზე.


image



დენის ბიდოტი (Denise Bidot)



image


დენის ბიდოტი ერთ -ერთი ყველაზე მოთხოვნადი XXL მოდელია. დენისი ხშირად უკეთებს რეკლამას ტანსაცმლის მარკას, რომელიც მსოფლიოს პირველ ჩოგანს სერენა უილიამსს ეკუთვნის.



კარმენ დელორიფესი (Carmen Dell’Orefice)


image

კარმენი ყველაზე ხანდაზმულ მოდელად ითვლება მსოფლიოში. ის 83 წლისაა. კარიერა კარმენმა 15 წლის ასაკში დაიწყო, აღმოჩნდა რა მისი ფოტოსურათი ჟურნალ «Vogue»-ის გარეკანზე.



ლეა თი (Lea T)


image

ბრაზილიელი სუპერმოდელი ლეა თი 34 წლის წინ მამაკაცად დაიბადა სახელით და გვარით ლეონარდო სერენო, მაგრამ ის თავს ყოველთვის ქალად მიიჩნევდა და ამიტომ გადაწყვიტა სქესის შეცვლის რთული ოპერაცია გაეკეთებინა. მის არაორდინალურ სილამაზეს ყურადღება მიაქცია Givenchy-ის მოდელების სახლის ერთ–ერთმა მოდელიერმა. ამჟამად ლეა რეკლამას უკეთებს ამ ბრენდს და ხშირად ხვდება ჟურნალ «Vogue»-ის გარეკანზე.



ჯეიმი ბრიუერი (Jamie Brewer)


image

30 წლის ჯეიმი ბრიუერი მსოფლიოში პირველი მოდელია დაუნის სინდრომით. მან მონაწილეობა მიიღო Carrie Hammer-ის კოლექციის ჩვენებაში ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე.



ელიოტ სეილორსი (Elliott Sailors)


image

ელიოტი წარმოადგენს მოდელს, რომელიც ცნობილია იმით, რომ ახდენს მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენებას. ელიოტის ცხოვრებაში იყო რთული მომენტი, როდესაც ის უმუშევარი დარჩა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მამაკაცურად ჩაცმა და ვარცხნილობის გაკეთება. უნდა აღინიშნოს, რომ ელიოტი სრულყოფილი ქალია და მამაკაცად თავს სრულებითაც არ მიიჩნევს.



ანდრეია პეჟიჩი (Andrej Pejic)


image


ანდრეია პეჟიჩი ერთ დროს ანდრეა იყო, ანუ ის მამაკაცი გახლდათ. მის ანდროგენურ გარეგნულ იერს ხშირად შეუყვანია შეცდომაში ჟურნალისტები. არნახული სილამაზის ანდრეია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქალი გახდებოდა, 2011 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალური ქალის სიაში შევიდა.



რობინ ლოული (Robyn Lawley)


image


რობინ ლოული, 188 სმ სიმაღლით და 78 კილოგრამი წონით, «plus size»-ის პირველ მოდელად იქცა, გამოჩნდა რა ჟურნალ «Sports Illustrated»-ის გარეკანზე.



ვინი ჰარლოუ (Winnie Harlow)


image

ვინი ჰარლოუ სუპერმოდელია, რომელიც ვიტილიგოს დაავადებით იტანჯება. თავდაპირველად ვინი ცდილობდა მაკიაჟით დაემალა თავისი ნაკლი, შემდეგ კი მობეზრდა და შეწყვიტა ამის გაკეთება. სწორის ამის შემდეგ გამოიჩინეს მის მიმართ ინტერესი სამოდელო სააგენტოებმა.



ჯილიან მერკადო (Jillian Mercado)


image
ჯილიანი ინვალიდი - მოდელია, რომელსაც გადაადგილება მხოლოდ ინვალიდის სავარძლით შეუძლია. ის კუნთების ატროფიით იტანჯება. 26 წლის ჯილიანი Diesel-ის მარკის გახმაურებული სარეკლამო კომპანიის სახე გახდა.



ჯენა ტალაჩკოვა (Jenna Talackova)


image


ჯენა ტალაჩკოვა - "მის სამყაროს" ტიტულის ყველაზე სკანდალური კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის მამაკაცად იყო დაბადებული. მას დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ კონკურსის ორგანიზატორებთან საკმაოდ მძაფრი "ბრძოლის" შემდეგ ჯენამ მოიპოვა უფლება მონაწილეობა მიეღო კონკურსში "მის სამყარო". ეს ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო.



ჰელენა ნოროვიჩი (Helena Norowicz)


image


ჰელენამ სამოდელო სფეროში დებიუტი ძალიან გვიან - 80 წლის ასაკში დაიწყო. ის ვარშავის ერთ - ერთი თეაატრის მსახიობია. ჰელენას მონაწილეობამ ტანსაცმლის მარკის «Bohoboco»-ის სარეკლამო კომპანიაში დიდი რეზონანსი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია პრესასა და საზოგადოებაში.



13
1468
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1468
  
2016, 9 თებერვალი, 14:57
ეგ არაფერი, კაცო სახეა მთავარი
2016, 8 თებერვალი, 23:55
არაფერი..მშვენიერი ქალია, უბრალოდ 78 კილოგრამიანი მოდელი ცოტა იშვიათობაა:)
2016, 8 თებერვალი, 20:08
რობინ ლოულს რა სჭირს ვითომ?
2015, 13 ნოემბერი, 3:22
ბოლო მაგარია :)
2015, 16 მაისი, 20:55
საინტერესო იყო :)
2015, 16 მაისი, 19:08
კაი ახლა, მთლად ნუ ჩამოიწერ თავს :)
2015, 16 მაისი, 19:07
კუმ ფეხი გამოყო მეც ნახირ ნახირო))))ჩემზეა ნათქვამი..სულ ბუზებივით მესავიან რა მეც....აწი უკვე ეზოში დომინოს სატყაპუნოდ თუღა გამოვდეგები...
2015, 16 მაისი, 18:54
აბა , აბა , არაჩანდა, ფრთხილად იყავი, ემანდ არაფერი მოგატყუონ :)
2015, 16 მაისი, 18:25
საინტერესო იყო..ისე ჯენა ტალჩკოვას შემხედვარე შიშით ქალებს ვეღარ უნდა გაეკარო რა..რა იცი?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10