ფეხბურთი ლიონელ მესიმ უხამსი წინადადება შემომთავაზა 2014, 16 მაისი, 17:03 ![]() პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა გულშემატკივარმა, მოდელმა და მსახიობმა ლარისა ლიკერმემ (Larissa Riquelme)იმით გაითქვა სახელი, რომ პირობა დადო:თუ მათი ნაკრები გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკაში, მაშინ იგი მთლიანად გაშიშვლდებოდა. მოდელმა პირობა შეასრულა, თუმცა არა სახალხოდ, არამედ ერთ-ერთ ჟურნალის გარეკანზე დედიშობილა წარმოგვიდგა. ბრაზილიაში ჩემპიონატის დაწყების წინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის და "ბარსელონას" ვარსკვლავის არგენტინელი ლიონელ მესის წინააღმდეგ პარაგვაელმა მოდელმა სკანდალი ააგორა. ![]() როგორც მოდელი აცხადებს, მესიმ მას შესთავაზა ფული სექსის სანაცვლოდ.იგი პატიოსან გოგოდ მიიჩნევს თავს და რასაკვირველია არ დათანხმდა ფეხბურთელის ექსტრავაგანტულ წინადადებას. 623 11-ს მოსწონს 1-ს არა
|