x
image
ვიზა კოხაძე
რატომ მოკლა ახალგაზრდა მამამ 5 კვირის შვილი
imageბრიტანული პრესა აქტიურად განიხილავს ქალაქ ტორკში - დევონის საგრაფოში დატრიალებულ ტრაგედიას, თუ როგორ მოკლა 24 წლის ახალგაზრდა მამამ ხუთი კვირის ვაჟი და როგორ ცდილობდა კვალის დაფარვას "მკვლელი მამა".

ეს შემზარავი ისტორია გასული წლის შემოდგომაზე მოხდა, როცა მამა - შვილი სახლში მარტონი დარჩნენ. გამოძიებას თავდაპირველად ეჭვი მებაღეზე ჰქონდა, მაგრამ ხანგრძლივი კვლევისა და ახლობლების დაკითხვის შემდეგ გახდა სიმართლე ცნობილი.

"მკვლელი მამა" ხშირად სტუმრობდა სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტს, სადაც მეგობრები ჰყავდა. მათი დაკითხვით გაირკვა, რომ 24 წლის "Matthew Wickens"

ადგილს ვერ პოულობდა და ხშირად საკუთარ უბედურებაზე საუბრობდა, რომ ბავშვი მის ცხოვრებაში ზედმეტი იყო და «его жизнь кончена ".


გამოძიებით დადგინდა, რომ მეთიუ ვიკენსმა ახალშობილი საკუთარ საწოლში ჯერ მაგრად შეანჯღრია და შემდეგ თავში ლითონის ნაჭერი ჩაარტყა. თან შეეცადა, რომ კვალი დაეფარა და თავზე ბავშვს ქუდი დააფარა.image

გარდაცლილის დედამ სასამართლოს განუცხადა, რომ მისი მეუღლე ბავშვის გაჩენის შემდეგ ძალიან შეიცვალა, ეგოისტი და ნერვიული გახდა. ხშირად სვამდა და სახლში აგრესიულად იქცეოდა, ბავშვში ის საკუთარ მეტოქეს ხედავდა.

სასამართლომ მკვლელს სასჯელი შეუფარდა, თუმცა პროცესის დასრულებამდე მსჯავრდებულის ადვოკატმა სიტყვა ითხოვა, სადაც მან მეთიუს სიტყვები გაიმეორა: - " ძალიან ვნანობ, რაც მოხდა. რომ შემეძლოს დროის დაბრუნება, ასე აღარ მოვიქცეოდი. მინდა მჯეროდეს, რომ ეს იყო ცუდი სიზმარი".

1
124
13-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
124
  
2014, 16 მაისი, 18:56
10 დღიანი კარანტინი და მერე დაზინება მაგას.როგორც იმ გუშინდელ ლაბრადორის ძაღლს,ბავშვს რო დაესხა თავს,არ უნდა ბევრი ლაილაი
0 1 1