x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საინტერესო ვიდეორგოლები,რომლებიც ყურადღების მიღმა დარჩა
image





გთავაზობთ რამდენიმე ჩემი აზრით უაღრესად საინტერესო ვიდეორგოლს, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო მნახველის ყურადღების მიღმა დარჩა.


1-კატამ 4 წლის ბიჭუნა გადაარჩინა-ქალაქ ბეიკერსფილდში(ა.შ.შ) უჩვეულო ამბავი მოხდა. 4 წლის ბიჭუნა ქუჩაში სამთვლიანი ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მას ქუჩის მაწანწალა ძაღლი დაესხა თავს.ღმერთმა უწყის რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა კატის საოცარი სიმამაცე და დავგანწირულობა.


ოჯახმა კატა ქუჩიდან ერთი წლის წინ აიყვანა.


2-ჩხუბი პირდაპირ ეთერში-ორი სირიელი პოლიტიკოსი წაიჩხუბა იორდანიის ტელეარხ "7 ვარსკვლავის" პირდაპირ ეთერში, ჩხუბი იმ დონემდე მივიდა, რომ საქმეში ტელევიზიის დაცვა ჩაერია.


3-პატარა ეკლესიაში-ფირზე აღბეჭდილია გალობა ერთ-ერთ რუსულ ეკლესიაში, სადაც ორიოდე წლის ბავშვი საოცარ არტისტიზმს ავლენს, ვფიქრობ საკმაოდ სახალისო ვიდეოა.


4-მიიღეთ ექსპერიმენტში მონაწილეობა-ვისაც უყვარს სამეცნიერო-პოპულარული გადაცემების ყურება, მათთვის ნაცნობი იქნება ტელეგადაცემა "თამაში ჭკუასთან"(игра с разумом).


განუწყვეტლად უყურეთ შავ წერტილს, არ მოაშოროთ თვალი და თქვენს თვალწინ სასწაული მოხდება.(როგორ გატყუებთ ტვინი)


5-ბატის და ადამიანის არაჩვეულებრივი მეგობრობა-ერთ დღეს პენსიონერი დომენიკ ერლერი პარკში დასეირნობდა, როდესაც უთხრეს, რომ მას ვიღაც დასდევდა...ასე დაიწყო ბატის და ადამიანის არაჩვეულებრივი მეგობრობა.








2
68
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
68
  
2014, 16 მაისი, 8:37
http://intermedia.ge/vid/349417-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90/
2014, 16 მაისი, 8:37
პირველ შემთხევვაზე მე დავდე ვიდეო ამ საიტზე და სულ 12 ნახვა აქვს:D
0 1 2