x
image
natia.a
2014 წლის საუკეთესო კულინარიული ფოტოგრაფი
ყოველწლიური კონკურსის, Pink Lady® Food Photographer of the Year (" წლის კულინარიული ფოტოგრაფი Pink Lady®"), მიზანია გამოავლინოს კულინარიული ფოტოგრაფიის საუკეთესო ოსტატები. კონკურსი ტარდება რამდენიმე კატეგორიაში და მასში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ფოტოგრაფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟიურის შემადგენლობაში კი შედიან პროფესიონალი ფოტოგრაფები და პოვრები. 2014 წელს საკონკურსოდ 6000-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ამჯერად გთავაზობთ ჟიურის მიერ შერჩეულ რამდენიმე საუკეთესო ფოტოს.


1. სხვადასხვა ფერის ვაშლები, რომლებიც კვირის სხვადასხვა დღის მიხედვით არის დაწყობილი. ( William Hondokosumo).

image


2. 2014 წლის კონკურსის გამარჯვებული და 5000 ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა ტესა ბანი (Tessa Bunney) დიდი ბრიტანეთიდან. ფოტოზე ასახულია ლაფშას ხელით მომზადება.


image


3. ქუჩის გამყიდველი ტრადიციული ჩინური კერძის, ცზიან ბაოს მომზადებისას (David Thompson).

image


4. მოხმარებისთვის გამზადებული კიბორჩხალა ყინულზე (Louise Lister).

image


5. მეღვინე დომინიკ ლაფონი აგემოვნებს საკუთარ ღვინოს. ეს ფოტო გახდა ასევე "წლის ღვინის ფოტოგრაფი Errazuriz 2014"-ის გამარჯვებული (Jon Wyand).

image


6. გამარჯვებული კატეგორიაში "საჭმელი და ინტერიერი": ყავის მოხალვის პროცესი რუანდაში (Jonathan Gregson).

image


7. მარწყვის სოუსი იღვრება მაგიდაზე მეტალის სათქვეფიდან (Aniko Meneghinine).

image


8. წვიმით დასველებული "ლურჯი კომბოსტოს ტკბილი გული", გამარჯვებული კატეგორიაში "საკვები პროდუქტები ბუნებრივ გარემოში" (Manuela Reuther).

image


9. 11-14 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან გამარჯვებული გახდა კეიტ ვუდჰაუსი, რომელმაც სურათი გადაუღო უბრალოდ ძირს დავარდნილ ნაყინს (Katie Woodhouse).

image


10. ორი ხანშიშესული ვიეტნამელი ქალი ამზადებს ტრადიციულ კერძს მთვარის ახალი წლის ზეიმსთვის (Tuan Nguyen).

image


11. კარტოფილის გამყიდველი ჩილეში ( Emma Wood).

image


12. გამარჯვებული კატეგორიაში "მზა კერძი" (Nicole Branan).

image


13. "10 წელზე ნაკლები ასაკის" კატეგორიაში გამარჯვებული ფოტო, რომელზეც ასახულია თუ როგორ იპარავს მაიმუნი ვაშლს (Eden Crossle).

image


14. ფოტო-ნატურმორტი (Caroline Martin).

image


15. ნაყინის დამტარებელი მანქანა: მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტო (Peter Cassidy).

image




3
60
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
60
  
2014, 13 მაისი, 15:04
მეც ეგ გავიფიქრე..მე მაიმუნები მომეწონა
2014, 13 მაისი, 15:02
მარწყვის სოუსი და კომბოსტო მომეწონა მხოლოდ, დანარჩენზე ვერაფერს ვიტყვი, ალბათ არ მესმის ფოტოგრაფია:))
2014, 13 მაისი, 14:49
ერთი შეხედვით რა უბრალო ფოტოებია, იფიქრებ-ამას ხომ მეც გადავიღებო, არადა ასეთი ცნიბილები გახდნენ:)
0 1 3