მუსიკა ჯგუფ "სკორპიონსის" დრამერი ციხიდან გამოუშვეს 2014, 12 მაისი, 9:29 ლეგენდარული გერმანული როკ-ჯგუფის Scorpions-ის დრამერი ჯეიმს კოტაკი, რომელიც დუბაის ციხეში იჯდა ისლამის შეურაცხყოფისთვის, ა.შ.შ-ში დაბრუნდა, იუწყება ჯგუფის ოფიციალური Facebook-ის გვერდი. საპყრობილეში ყოფნის გამო დრამერმა გამოტოვა ჯგუფის 5 აპრილს ბაჰრეინში გამართული კონცერტი. მუსიკოსის დაკავების მიზეზი გახდა გამომწვევი საქციელი დუბაის აეროპორტში, როდესაც მოსკოვიდან გადმოფრენის შემდეგ ტრანზიტულ რეისს ელოდებოდა. როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, მთვრალმა კოტაკმა ბორტზე ასვლის შემდეგ გააგრძელა ალკოჰოლის მიღება, იქვე იმყოფებოდნენ მგზავრები ავღანეთიდან და პაკისტანიდან, დაიწყო მათი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მათ თვალწინ შარვალი გაიხადა. სასამართლომ მას მიუსაჯა ერთ თვიანი პატიმრობა და პლიუს ჯარიმა 2000 დირჰამი(დაახლოებით 500$), სასჯელს იგი 3 აპრილიდან იხდიდა. 51 წლის ამერიკელი მუსიკოსი "სკორპიონსში" 1996 წლიდან უკრავს, მანამდე იგი იყო Kingdom Come-ს წევრი, აგრეთვე ჰყავდა საკუთარი ჯგუფი Kottak-ი. 33 2-ს მოსწონს
|