x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს უდიდესი მუსიკალური ფესტივალები
image






















მუსიკალურ ფესტივალების ტრადიცია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოდის და იმ დროს ძირითადად ტარდებოდა, როგორც შეჯიბრი.ამჟამად ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 500-მდე ფესტივალი იმართება.არის ფესტივალები, რომლის გამართვაც ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, იყო ფესტივალებიც რომლებიც სულ ერთხელ გაიმართა, მაგრამ სამუდამოდ შევიდა ისტორიაში და უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში.


ფესტივალი მაინც ძირითადად ღია ცის ქვეშ იმართება ხოლმე და ზოგჯერ კომერციული დატვირთვაც აქვს.მაგალითად:პარალელურად ხდება პროდუქტების ან ავტომობილების გამოფენა გაყიდვა.


ახლა კი ცოტა რამ ზოგიერთი ყველაზე სახელგანთქმული მუსიკალური ფესტივალების შესახებ:


image


Woodstock


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალი მუსიკის ისტორიაში, "ჰიპების ერის დასასრული".გაიმართა 1969 წლის 15-18 აგვისტოს დაბა ბეტელში, ნიუ-იორკის შტატი.


ესწრებოდა 500 ათასი მაყურებელი, ფესტივალს აშუქებდა 1500 ჟურნალისტი.გამოდიოდნენ:the who, jefferson airplane, janis joplin, jimi hendrix, joan baez, Creedence Clearwater Revival, santana, Grateful Deadდა სხვები.

ფესტივალი მას შემდეგ კიდევ 6-ჯერ გაიმართა, თუმცა მასშტაბურობით პირველ ფესტივალს მომდევნოები ვეღარ შეედრებოდა.

image



Summerfest


უდიდესი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც იმართება ა.შ.შ-ში ტბა მილოუკის ნაპირზე შტატ ვინსკონსინში, ფესტივალს საფუძველი 1968 წლიდან ჩაეყარა.ამჟამად ყოველწლიურად 800 ათასიდან 1 მილიონამდე მაყურებელს
იზიდავს.


1999 წელს იგი "გინესის რეკორდების წიგნში" იქნა დაფიქსირებული, როგორც ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალი. აქ გამოსულან სხვადასხვა ჟანრის თითქმის ყველა ცნობილი შემსრულებელი.გთავაზობთ ბოლო 10 წლის ჰედლაინერებს:

2003 Kenny Chesney/Keith Urban
2004 Prince & the New Power Generation
2005 John Mellencamp/John Fogerty
2006 Tom Petty & The Heartbreakers/Pearl Jam[15]
2007 Steely Dan
2008 Stevie Wonder
2009 Bon Jovi[16]/Soraia[17]
2010 Tim McGraw[18]/Lady Antebellum/Love and Theft
2011 Peter Gabriel and the New Blood Orchestra[19]
2012 Rascal Fl

2013 The Avett Brothers/Violent Femmes.

image


Montreux Jazz Festival



პრესტიჟული ფესტივალი, რომელიც 1967 წლიდან დღემდე იმართება შვეიცარიის ქალაქ მონტრიოში ჟენევის ტბის პირას.მართალია თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც ჯაზური მუსიკის ფესტივალი, თუმცა მალევე ჟანრობრივად გაფართოვდა და მიიზიდა სოულის, როკის და ბლუზის შემსრულებლები.ყოველწლიურად ფესტივალს 200
ათასი მაყურებელი ესწრება.ყველაზე ბევრჯერ შემდეგი შემსრულებლები იყვნენ მიწვეულები:Miles Davis -8-ჯერ;Deep Purple -7-ჯერ;Gary Moore-6-ჯერ;Rory
Gallagher დაTori Amos -6-ჯერ.image



Monsters of Rock



ყველაზე ცნობილი როკ-ფესტივალი.საფუძველი ჩაეყარა ინგლისში, ადგილი -დონინგტონის ავტოდრომის პარკი. პირველი ფესტივალი 1980 წელს გაიმართა, ჰედლაინერი ჯგუფი Rainbow იყო.ესწრებოდა 50 ათასი მაყურებელი.შემდგომ ფესტივალი მასშტაბებითაც და გეოგრაფიულადაც გაფართოვდა, დონიგტონის გარდა, კონცერტები იმართებოდა რიგ ევროპის თუ სამხრეთ ამერიკის ქალაქებში. 1991 წელს ფესტივალს მოსკოვმაც უმასპინძლა, რომელსაც 800 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.ჰედლაინერი ჯგუფი Metallica და AC/DC იყო.


ბოლო ფესტივალი 2013 წელს გაიმართა ბრაზილიაში, გამოდიოდა 13 როკ ჯგუფი. ჰედლაინერები Slipknot და Aerosmith-ი იყო.


image





pavarotti & friends



ამ საქველმოქმედო ფესტივალს ლუჩიანო პავაროტიმ 1992 წელს ჩაუყარა საფუძველი მის მშობლიურ ქალაქ მოდენაში.ფესტივალმა ნამდვილი სენსაცია გამოიწვია, ყოველწლიურად 100-150 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.ნებისმიერი პოპ თუ როკ შემსრულებლისათვის დიდი პატივი გახლდათ ამ პროექტში
მონაწილეობა.ფესტივალიდან შემოსული თანხა ირიცხებოდა War Child-ში“ ბოსნიაში, ერაყში და გვატემალაში ხალხის დასახმარებლად.

image



















Live Aid



საერთაშორისო მუსიკალური საქველმოქმედო ფესტივალი, რომლის ორგანიზებაც მუსიკოსმა ბობ გელდოფმა გადაწყვიტა.შემოსული თანხა ეთიოპიის შიმშილის ფონდში გადაირიცხა.კონცერტი გაიმართა 1985 წლის 13 ივლისს ლონდონის "უემბლის" სტადიონზე და პარალელურად "კენედის სახელობის" სტადიონზე ფილადელფიაში, ა.შ.შ. კონცერტები აგრეთვე გაიმართა იაპონიაში და
ავსტრალიაში.

ტრანსლიაცია პირდაპირი ეთერით გადმაიცემოდა 150 ქვეყანაში, სულ კონცერტს 1, 9 მილიარდმა მაყურებელმა უყურა. შემდგომში საქველმოქმოდო კონცერტებს ტრადიცია ჩაეყარა და კიდევ 8-ჯერ გაიმართა ანალოგიური ფესტივალები მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე. ბოლო ფესტივალი 2007 წელს გაიმართა.

2
294
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
294
  
2014, 11 მაისი, 18:31
მადლობა ......
2014, 11 მაისი, 18:30
შესანიშნავი მიმოხილვაა..ვეჭვობ ბევრი დააინტერესოს:)
0 1 2