x
image
აჩიკუნა
დედა ტერეზას ბნელი მხარე

image


დედა ტერეზა დღესდღეობით კეთილის, გულმოწყალეს, ქველმოქმედისა და უანგაროს სინონიმია. თუმცა სამწუხაროდ, როგორც ფაქტები მიანიშნებენ, რეალური დედა ტერეზა იყო ავტორიტარული თაღლითი, რომელიც იმ პერიოდის ცნობილ კრიმინალებთან თანამშრომლობდა.
დედა ტერეზა ცნობილია, როგორც ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ალტრუისტი. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღარიბების დახმარებას, 1950-იანებში კალკუტაში დააარსა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები”, რასაც მოჰყვა მთელ მსოფლიოში მისი ასობით ფილიალის გახსნა. მან მალე მოიპოვა საზოგადოების ყურადღება და შედეგად მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარებებს იღებდა, რაც შემდეგ ხმარდებოდა მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია.
რეალობა სხვანაირი და გაცილებით სასტიკია. მოხალისეების მონაყოლი ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ აზრებს. მაგალითად, ხშირი იყო ურჩი ბავშვების საწოლზე დაბმა და ცემა, ვადაგასული და მწყობრიდან გამოსული მოწყობილობები არ იცვლებოდა, ჰაიტის მსგავს ქვეყნებში (სადაც შიდსის მაღალი დონეა), ერთსა და იმავე ნემსებს ბევრჯერ იყენებდნენ. ზოგჯერ იმდენჯერ, რომ წვერი ბლაგვდებოდა და გაკეთება ძალიან მტკივნეული ხდებოდა. ამას დამატებული უპირობო მორჩილება, გასაიდუმლოება და კონტროლი, რაც კულტის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს.
ეს შეიძლება გაგვემართლებინა იმ შემთხვევაში, თუკი მისიონერები მთელ ძალისხმევას მოახმარდნენ ქველმოქმედებას, მაგრამ ასე არ ხდებოდა. 1991 წელს გერმანულმა გაზეთმა „შტერნმა” გამოააშკარავა, რომ ორგანიზაციის შემოწირულობების მხოლოდ 7% იხარჯებოდა მოწყალებაზე. თანხის დანარჩენი ნაწილი მიედინებოდა საიდუმლო საბანკო ანგარიშებზე ან ახალ მისიებზე. ცნობების მიხედვით, მისიებში მონაწილე ადამიანებისთვის ზოგჯერ საკვებსაც არ ყიდულობდნენ და მათ სხვისი დახმარების იმედზე ყოფნა უწევდათ.
ასევე საინტერესო საკითხია, საიდან მოდიოდა ეს შემოწირულობები? ნაწილი, ცხადია, ჩვეულებრივი, პატიოსანი ადამიანების მიერ გაღებული თანხა იყო. თუმცა უფრო მეტს ორგანიზაცია იღებდა ჟან-კლოდ დუვალიესგან – ჰაიტის ფსიქოპათი პრეზიდენტისგან, რომელიც ერთ-ერთი უბოროტესი ადამიანია ისტორიაში. უფრო მეტიც, 1980 წელს დედა ტერეზა ჰაიტიში ჩავიდა და პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ განცვიფრებულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დუვალიეების ოჯახის ურთიერთობა რიგით მოქალაქეებთან მისთვის სამაგალითო იყო.
1990-იანებში თაღლითმა ჩარლზ კიტინგმა „ქველმოქმედების მისიონერების” ანგარიშზე გადარიცხა 1.25 მილიონი დოლარი, რომელიც სხვებისგან უკანონოდ ჰქონდა მითვისებული. როცა ფულის დაბრუნება მოსთხოვეს, დედა ტერეზამ მხოლოდ დუმილით უპასუხა. 90-იანებში კიტინგის წინააღმდეგ ფინანსური სკანდალები აგორდა და ამ უკანასკნელს რამდენიმე წლით ციხეში ჯდომა მოუწია.
2010 წელს ჟურნალმა „ფორბსმა” გამოავლინა, რომ დედა ტერეზას მიერ აგებულ პირველ თავშესაფარში სიკვდილიანობის დონე 40%-ზე მეტი იყო. ჰემლი გონსალესი, რომელიც ორი თვით ესტუმრა საქველმოქმედო ორგანიზაციას ინდოეთში, იხსენებს, რომ ნემსებს ცივ წყალში რეცხავდნენ და შემდეგ ისევ იყენებდნენ. პაციენტებს ხშირად აძლევდნენ ვადაგასულ წამლებს. მოხალისეებმა არ იცოდნენ პაციენტების მოვლა და ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. შოკისმომგვრელი იყო იმის ხილვა, რომ თავშესაფრის ერთ-ერთ მობინადრეს ინფექცირებული თითი ანესთეზიის გარეშე მოაჭრეს.
ჰემლი გონსალესმა შემდგომში თავად შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც თანხის მოძრაობას მთლიანად ასაჯაროებს. დედა ტერეზას დაარსებულ ორგანიზაციას კი ფეისბუქითა და სხვა ხერხებით ებრძვის.
კიდევ ერთი ყოფილი მოხალისე, მერი ლოუდონი, ამბობს, რომ თავშესაფარში პაციენტებისთვის არ იყო სკამები, ჰქონდათ მხოლოდ იატაკზე დაფენილი საწოლები, ისიც ძალიან ძველი. თავშესაფარს არ ჰქონდა ბაღი, არც ეზო. ფაქტიურად ეს იყო ორი ოთახი, თითოეული 50-60 მობინადრით. ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იყო და შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. არ ჰქონდათ საკმარისი წვეთოვანები, არც ნემსები, რის გამოც თითოეულს უამრავჯერ იყენებდნენ. კითხვაზე, რატომ არ ასტერილებდნენ ან მდუღარე წყალში არ ავლებდნენ ნემსებს, პასუხი იყო: „ამის არც საჭიროებაა და არც დრო.” 15 წლის ბიჭი, რომელსაც თირკმლის არც ისე სერიოზული გართულება ჰქონდა, თანდათან უარეს დღეში ვარდებოდა იმის გამო, რომ არ აძლევდნენ ანტიბიოტიკებს. ბოლოს კი საოპერაციოდ საავადმყოფოში გადაყვანაზეც უარი თქვეს.
დედა ტერეზა გარდაიცვალა 1997 წელს, 2003 წელს კი ნეტარად შეირაცხა კათოლიკური ეკლესიის მიერ.

20
1080
7-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
1080
  
2014, 18 მაისი, 18:30
ძალიან ცდები. როგორც წმინდანს არასოდეს აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესია დედა ტერეზას, ეს იგივეა რაც ბუდა აღიარონ წმიდანად. ქველმოქმედ ადამიანსა და წმინდანს შორის განსხვავებას ვერ ხედავ? ფრთხილად იყავი ეკუმენიზმისკენ ნუ მიდიხარ!
2014, 18 მაისი, 17:48
სხვა დედა ტერეზა არარის. მართმადიდებლური ეკლესია აღიარებს დედა ტერეზას! მორჩილ ანდრიაზე ვლეპარაკობ და ამის მეტს აღარ გეკამათები. კითხე შენს მოძღვარს ამის შესახებ. დედა ტერეზას ჯვარს კი არა მის ნაჩუქარ ჯვარს.:)
2014, 18 მაისი, 17:31
რა დედა ტერეზას ჯვარი მოგიტანა რას ამბობ? მართლმადიდებლური ეკლესია არ აღიარებს დედა ტერეზას. რაღაც გეშლება შენ ან სხვა დედა ტერეზას გულისხმობდა მოძღვარი. ან რომელ მამა ანდრიაზე ლაპარაკობ?
2014, 18 მაისი, 17:27
არა რას ლაპარაკობ არავითარი განსხვავებული აზრი არააქვს...ავარიაში რომ მოვყევი მამა ანდრიამ დედა ტერეზას ჯვარი მომიტანა მისი ნაჩუქარია და შეგეწევაო..განსხვავებული აზრი რომ ქონდეს მომიტანდა? მაგრამ ყველას თავისი განსხვავებული აზრი აქვს უბრალოდ ძალიან არ მომეწონა ჯერ სათაური და მერე კიდევ ტექსტი. ბევრი ადამიანისთვის დედა ტერეზა ისეთივე წმინდანია როგორიც სხვა(დაკონკრეტებისგან თავს ვიკავებ) და ჩემ გარდა დარწმუნებულივარ მათაც არ მოეწონებოდათ ეს სტატია. ცუდია როდესაც შენთვის პატივსაცემ წმინდანზე ესეთი უსუსური ჭორი იდება(მე არ ვამბობ რომ ეს ჭორი შენი მოგონლია.
2014, 18 მაისი, 17:10
ჩემთვის არაა წმინდანი ეგ ადამიანი. მე მართლმადიდებელი ვარ და არა კათოლიკე. "დედა ტერეზაზე" კი მართლმადიდებლურ ეკლესიას განსხვავებული აძრი აქვს, რომელსაც წმიდანობასთან არავითარი კავშირი არა აქვს!
2014, 18 მაისი, 16:36
მე ეგ არ მიგულისხმია,განსაკუთრებული თემაა იცი როცა წმინდანს ეხები...შეიძლება ბევრი შეგყავს შეცდომაში....კომენტარებს გადახედე და მიხვდები რომ რამდენიმეს შეხედულებაც კი შეეცვალაა.....თან სათაურიც ცოტა ისეთია))
2014, 18 მაისი, 15:09
დანამდვილებით არავინ არაფერი იცის და მაშინ ასაერთოდ არ დავდოთ სტატიები არავინ! :)
2014, 18 მაისი, 14:32
ჩემი აზრით ეს სტატია არ უნდა დაგედო .შენ ხომ დანამდვილებით არ იცი მის ეგრედ წოდებულ "ბნელ მხარეებზე"?
2014, 17 მაისი, 23:35
რამოდენიმე სტატია ვნახე უცხოურ საიტზე და რავი რა გითხრა! მე პირადად კი არასოდეს ვთვლიდი ამ ქალს დიდ და კეთიშობილ ადამიანად! ყოველთვის იყო მითქმა-მოთქმა მის ირგვლივ!
2014, 17 მაისი, 23:30
იქნებ ცილი დასწამეს? კეთილ ადამიანებს ბოროტები ყოველთვის დევნიდნენ,ცილს სწამებდნენ,საელს უბღალავდნენ და ასე იქნება ყოველთვის/იქნებ ამ შემთხვევაშიც ასეა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10