მხატვრობა გრაფიტი- ხელოვნება თუ ბარბაროსობა? 2014, 11 მაისი, 12:47 მსოფლიო უკვე დიდი ხანია გაიყო ორ ბანაკად, ერთნი არიან რომლებიც გრაფიტს(ქუჩური მხატვრობა კედელზე) ხელოვნებად მიიჩნევენ, ხოლო მეორენი მას, როგორც ხელოვნებად არ აღიქვავენ და სრულიად მარტივად, ბარბაროსობას უწოდებენ.
გრაფიტი ჯერ კიდევ უძველეს დროში არსებობდა, თუმცა აყვავების ხანა გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან დაუდგა. რა იყო ეს, ახალგაზრდობის თავისუფალი აზრის გამომხატველი ხელოვნების ნიმუში თუ ჩვეულებრივი ნაჯღაბნი კედელზე, სადარბაზოში თუ მიწისქვეშა ჩასასვლელში? რომელ პატრიოტიზმზე უნდა ილაპარაკო, როდესაც ულამაზო კალიგრაფიით დააუშნოვებ შენს საკუთარ ქალაქს, ძეგლს, სადარბაზოს და ა.შ. რაიტერებმა თავიანთი არაკანონიერი ქმედებით ისევ თავიანთ ხელოვნებას გაუკეთეს დისკრედიტაცია, რითაც საზოგადოების პროტესტი დაიმსახურეს. რაიტერებმა ყველაზე დიდი დარტყმა ნიუ-იორკის მეტროს მიაყენეს 80-იანი წლების ბოლოს, ხელისუფლება იძულებული შეიქმნა ჯართში გაეგზავნა ვაგონები. პირველი ტალღის გადავლის შემდეგ, მოგვიანებით, კედლის მხატვრებმა უფრო ჩამოყალიბებული სახე მიიღეს, ისინი ძირითადად სახლის სახურავებზე ხატავდნენ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდნენ უკვე გრაფიტი-მხატვრები:Cope2, Claw Money, Sane Smith, Zephyr, T Kid-ი და სხვები. შემდგომ მათ რამდენიმე პუნქტიანი კოდექსიც კი შეიმუშავეს:1)არ დახატო სხვა რაიტერის სახელით.2)არ გაუმხილო ხალხს შენი მსოფლმხედველობა.3)არ დახატო სახლზე, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.4) არ შეეხოთ სასაფლაოებს და მემორიალურ დაფებს. დღესდღეობით ქუჩის მხატვრობა კვლავ დასჯადია, ა.შ.შ-ში ცდილობენ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოაქციონ, ანუ ლეგალიზებური გახდეს. ეს ისევ რაიტერებმა უნდა მოინდომონ, მართლაც არიან კედლის მხატვრები, რომლებიც ჩინებულ ნამუშევრებს ქმნიან, არც არავის არაფერს უშავებენ და პირიქით, ხშირად მოძველებულ, ავარიულ, უსახურ შენობას, კედელს ან ღობეს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან, ამაში კი თქვენ თვითონაც დარწმუნდებით. 220 3-ს მოსწონს
|