x
image
K.P.
სოფო ნიჟარაძე: "ძალიან მიყვარხარ, მენატრები და მაკლიხარ. ჩემი გული ხარ!"

imageსოფო ნიჟარაძე პოპულარული ქართველი მომღერალი გახლავთ. გოგონა ბავშვობიდან მღერის, მაგრამ ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ეს ალბათ იმიტომ, რომ სოფო დიდი ხნის მანძილზე რუსეთში მოღვაწეობდა. აგვისტოს ომის შემდეგ მომღერალი სამშობლოში დაბრუნდა.image

"გილოცავ დაბადების დღეს მამიკო, ძალიან მიყვარხარ, მენატრები და მაკლიხარ. სულ მახსოვხარ და ეს დღე უშენოდ ჩემთვის არ არსებობს. ჩემი გული ხარ!"-ასე მიულოცა მომღარალმა გარდაცვლილ მამას დაბადების დღე. კახა ნიჟარაძე დაახლოებით ექვსი თვის წინ გარდაიცვალა. სოფოს მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებულად უყვარდა. გასულ ზაფხულს მამა-შვილი დასასვენებლად ერთად იყო და შესანიშნავი დროც გაატარეს. სოფო მამაზე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობს. მომღერალი სოციალურ ქსელებშიც არ ერიდება მისდამი სითბოს გამოხატვას და ფოტოებსაც ავრცელებს.image

მომღერალმა ამერიკულ შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება გადაწყვიტა. ის ამჟამად ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში იღებს დამატებით კვალიფიკაციას. თვეების წინ აქტიურად საუბრობდნენ მის რომანზე მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ამჟამად ამერიკაშია. საქართველო ხომ ჭორების ქვეყანაა. "სოფომ სააკაშვილს ჩააკითხა ამერიკაშიო"-ამტკიცებენ ბოროტი ხმები.

ვუსურვოთ სოფოს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... image

0
344
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0