სხვა როგორია ტრადიციული ჩეჩნური ქორწილი?(+ბევრი ფოტო) 2014, 9 მაისი, 16:19
ჩეჩნური ქორწილი შედგება რამდენიმე რიტუალისაგან, თავიდან მოგვეჩვენება, რომ თითქოსდა არაფერია ძნელი ამ ღონისძიების დაგეგმვაში, მაგრამ ეს ასე არ არის.ტრადიციულ ჩეჩნურ ქორწილში ყველა ნიუანსი დაგეგმილია. ქორწილის მიმდინარეობის ტრადიცია თაობიდან თაობას გადმოეცემოდა და ყველა პუნქტი წესისა და რიგის დაცვით მიმდინარეობს. დრომ მხოლოდ მინიმალური ცვლილებები შეიტანა მასში.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გოგონებს ეძლევათ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთების საშუალება. მათ გადაწყვეტილებაზე ძალადობას კრძალავს ჩეჩნების რელიგია, ამიტომ გოგონები არჩევანის გაკეთების დროს სრულ თავისუფლებას განიცდიან.
ქორწილის დღეს პატარძალს, ნათესავები სურათს უღებენ საკუთარ სახლში.
საკუთარ სახლთან განშორებას უმეტესად ქალიშვილები ცრემლებით გამოხატავენ. როგორც წესი ქორწილის დღეს გოგოსთან სახლში მოდის ბიჭის ნათესავები და მათი რელიგიური წარმომადგენელი, რომელიც გოგოს მამისგან და თვით პატარძლისგან ღებულობს ქორწინებაზე თანხმობას. ასევე იქცევიან ბიჭის მხარეს. დედოფლის მშობლები ქორწილში არ მიდიან მათთვის ქალიშვილის გათხოვების დღე საკმაოდ სევდიანია. მზითვი და საჩუქრები ბიჭის ნათესავებს მათ ახალ სახლში მიაქვთ. სიძესთან პატარძალი მათ ახლობელს მიჰყავს, რადგან ის სახლშია და არ შეიძლება მისი გამოჩენა. დედოფლის ნათესავები წინ ხვდებიან სიძის ნათესავებს და დედოფლის გამოსასყიდს ითხოვენ, რომელსაც უყოყმანოდ ღებულობენ. ქორწილი გრძელდება სამი დღე და სამი ღამე. პირველი დღეს ჩეჩნები რესტორანში იხდიან შემდგომ ორი დღე კი დღესასწაული სახლში გრძელდება. ნათესავები ჩუქნიან მათ საჩუქრებს.დედოფალისათვის გამოყოფილია სპეციალური კუთხე სადაც ის ეცნობა ქმირის ნათესავებს. ქორწილამდე ის მხოლოდ მეუღლის დებს იცნობს. დედამთილი მიუთითებს ადგილს სადაც ის უნდა დაჯდეს.ამ რიტუალის დაცვის შემდეგ კი ისინი უკვე შეუღლდებიან. 492 4-ს მოსწონს
|