x
image
თამუნა გეწაძე
როგორია ტრადიციული ჩეჩნური ქორწილი?(+ბევრი ფოტო)
image

ჩეჩნური ქორწილი შედგება რამდენიმე რიტუალისაგან, თავიდან მოგვეჩვენება, რომ თითქოსდა არაფერია ძნელი ამ ღონისძიების დაგეგმვაში, მაგრამ ეს ასე არ არის.ტრადიციულ ჩეჩნურ ქორწილში ყველა ნიუანსი დაგეგმილია. ქორწილის მიმდინარეობის ტრადიცია თაობიდან თაობას გადმოეცემოდა და ყველა პუნქტი წესისა და რიგის დაცვით მიმდინარეობს. დრომ მხოლოდ მინიმალური ცვლილებები შეიტანა მასში.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გოგონებს ეძლევათ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთების საშუალება. მათ გადაწყვეტილებაზე ძალადობას კრძალავს ჩეჩნების რელიგია, ამიტომ გოგონები არჩევანის გაკეთების დროს სრულ თავისუფლებას განიცდიან.image

ქორწილის დღეს პატარძალს, ნათესავები სურათს უღებენ საკუთარ სახლში.

image


საკუთარ სახლთან განშორებას უმეტესად ქალიშვილები ცრემლებით გამოხატავენ.


image

როგორც წესი ქორწილის დღეს გოგოსთან სახლში მოდის ბიჭის ნათესავები და მათი რელიგიური წარმომადგენელი, რომელიც გოგოს მამისგან და თვით პატარძლისგან ღებულობს ქორწინებაზე თანხმობას. ასევე იქცევიან ბიჭის მხარეს.

image

დედოფლის მშობლები ქორწილში არ მიდიან მათთვის ქალიშვილის გათხოვების დღე საკმაოდ სევდიანია.


image

მზითვი და საჩუქრები ბიჭის ნათესავებს მათ ახალ სახლში მიაქვთ.

სიძესთან პატარძალი მათ ახლობელს მიჰყავს, რადგან ის სახლშია და არ შეიძლება მისი გამოჩენა.


image

დედოფლის ნათესავები წინ ხვდებიან სიძის ნათესავებს და დედოფლის გამოსასყიდს ითხოვენ, რომელსაც უყოყმანოდ ღებულობენ.


image

ქორწილი გრძელდება სამი დღე და სამი ღამე. პირველი დღეს ჩეჩნები რესტორანში იხდიან შემდგომ ორი დღე კი დღესასწაული სახლში გრძელდება.

image

ნათესავები ჩუქნიან მათ საჩუქრებს.დედოფალისათვის გამოყოფილია სპეციალური კუთხე სადაც ის ეცნობა ქმირის ნათესავებს. ქორწილამდე ის მხოლოდ მეუღლის დებს იცნობს.


image

დედამთილი მიუთითებს ადგილს სადაც ის უნდა დაჯდეს.ამ რიტუალის დაცვის შემდეგ კი ისინი უკვე შეუღლდებიან.


imageimage

1
491
4-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
491
  
2014, 9 მაისი, 16:43
მაგარია
0 1 1